საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები მალტაზე მეორე საკვალიფიკაციოს ითამაშებს
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები მალტაზე მეორე საკვალიფიკაციოს ითამაშებს
06.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

11-დან 17 აპრილის ჩათვლით, ჩეხეთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B დივიზიონი მეორე რაუნდის მატჩებს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს 19-წლამდე გოგონათა გუნდი მონაწილეობს. ლალე დავითაშვილის ნაკრები ამ ევროპის 2026-2027 წლების სეზონის A დივიზიონის საგზურისთვის იბრძვის.


ჩეხეთში მინი ტურნირზე, რომლის ფარგლებშიც ქართველთა ნაკრები სამ შეხვედრას გამართავს, მასპინძელი ჩეხები გარდა, მონაწილეობას აზერბაიჯანისა და ხორვატიის გოგონათა ნაკრებებიც მიიღებენ.


11 აპრილი / 16:00 / საქართველო - ჩეხეთი

14 აპრილი / 14:00 / ხორვატია - საქართველო

17 აპრილი / 14:00 /აზერბაიჯანი - საქართველო


2026-2027 სეზონისთვის A ლიგის საგზურს 6 ჯგუფის გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. გამომდინარე იქიდან, რომ ორ ჯგუფში უკვე დასრულდა ასპარეზობა და ორი დაწინაურებული გუნდის ვინაობაც ცნობილია, სლოვენია (A ჯგუფიდან) და ბოსნია და ჰერცეგოვინა (D ჯგუფიდან), შესაბამისად, გასარკვევი დარჩა ოთხი პირველ ადგილოსანი და ერთი  საუკეთესო მეორე ადგილოსნის ვინაობა, რომელიც მხოლოდ ყველა ჯგუფში დასრულებული მინი-ტურნირის შემდეგ გაირკვევა.


იხილეთ ყველა ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ბმულზე.


მალტაზე დაგეგმილი თამაშებისთვის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მეორე დღეა ვარჯიში  18 ფეხბურთელის  შემადგენლობით ვარჯიშობ - მეკარეები: სალომე ხაჭაპურიძე („ნორჩები"), ნინო მეტრეველი („დ10 აკადემია"), მცველები: ნინი ვეკუა („ნორჩები"), ლოლიტა კალოიანი („ნიკე-ლუსო"), მარიამ შოშიტაშვილი („კვარტალი"), ელენე ბოლქვაძე („ნიკე-ლუსო"), მარიამ კაკულია („ელიტა"); ნახევარმცველები: ანი დავითულიანი („ვერე"), ქეთევან ჭურკვეიძე („ბათუმი"), მარიამ გასანოვა („კვარტალი"), ნათია ჯოჯუა („ელიტა"), ნინი ყვავაძე („რუსთავი"), ანა საღირაშვილი („ნორჩები"), ნინო გობაძე („თეთრიწყარო"); თავდამსხმელები: მარიამ გოგოლაძე („დინამო", სოხუმი), ანანო წიქარიძე („კვარტალი"), ანასტასია ბუჩუკური („ნიკე-ლუსო"), მაკა ფცქიალაძე („რუსთავი").