
ქართული ლეგიონიდან დღეს ორმა ითამაშა, ბომბარდირმა ლა ლიგაში და ანრი მექვაბიშვილმა რუმინეთში. ითამაშა პორტუგალიაში მოასპარეზე ნოდარ ლომინაძის გუნდმაც, თუმცა, ქართველის გარეშე, ვინაიდან, სამუშაოს ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, „ლომინას" დროებით თბილისში უწევს ვარჯიში. მის გარეშე კი, 28-ე ტურში „ეშტორილმა" გასვლითი შეხვედრა „აროუკასთან" დაძაბულ ბრძოლაში წააგო და ახლა, პორტუგალიის ლიგაში, 37 ქულით, მე-6 ადგილზეა.
რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფში ანრი მექვაბიშვილი „უნივერსიტატია", რომელიც თანაბარი ქულებით (36-36), პირველ-მეორე ადგილებს იყოფს „კლუჟთან" დღეს, სწორედ „კლუჟს" დაუპირისპირდა და 2-0 მოუგო. ემოციურად დაძაბულ პირველ ტაიმში, ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა, მეორე ტაიმში გოლზე გადაცვალა. 56-ე წუთზე, პირველი გოლი სწორედ, „მექვაბამ" გაიტანა. მალევე, 61-ე წუთზე ქართველის გუნდი უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. ანრი, 63-ე წუთზე შეცვალეს.
ესპანური ლა ლიგა გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი" გასვლით შეხვედრაში ერთადერთი და ისიც, პირველი ტაიმისთვის დამატებულ დროში გატანილი ავტოგოლის წყალობით 1-0 დამარცხდა „ხირონასთან". ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, ბევრიც იშრომა, თუმცა, ვერ გოლი გატანა და მისმა გუნდმა ქულის გადარჩენაც ვერ მოახერხა. მარცხის მიუხედავად, „ვილიარეალმა" მოახერხა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილის შენარჩუნება „ბარსელონასა" და „რეალის" შემდეგ. მდევარ „ატლეტიკოს" კი, 1 ქულით უსწრებს.
ხვალ, 7 აპრილი
17:15 აზერბაიჯანის სუპერ ლიგა / „ზირა" - „შამახი"





ჩვენ








