სანაკრებოს შემდეგ, ქართველები მძიმედ იწყებენ...
სანაკრებოს შემდეგ, ქართველები მძიმედ იწყებენ...
05.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს 4 აპრილს ქართული ლეგიონისთვის მორიგი საკლუბო დღე იყო. ფაქტია, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ, ქართველებმა კლუბებში მძიმედ დაიწყეს.


თავდაპირველად, ინგლისის FA თასი 1/4 ფინალის შესახებ, რომელშიც „მანჩესტერ სითიმ" გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს" გადაურბინა. სამწუხაროა, რომ ქართველის კლუბი, იმ პერიოდში გამოეთიშა ასპარეზობას, როდესაც კარში სწორედ „მამარდა" დადგა. არადა, მერსისაიდელების ქართველი ფანები არ გვიწყენენ, თუ ვიტყვით, რომ დღეს, „ლივერპულის" დაცვას ეძინა. მარტო ერლინგ ჰაალანდმა დღეს, სამი გოლი გაიტანა - პირველი ტაიმის 39-ე წუთზე პენალტით, ამავე ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში და 57-ე წუთზე. კიდევ, ერთი გოლი, ანტუან სემენიომ გაიტანა. „ლივერპულმა" 4-0 წააგო და ახლა მთავარია გუნდმა, ჩვენთვის კი, უფრო „მამარდამ" დროულად მოახერხოს რეაბილიტაცია, რადგან 4 დღეში „ლივერპულს" პსჟ-ს წინააღმდეგ უწევს თამაში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში.


გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში „გლადბახი" და „ჰაიდენჰაიმი" დაზავდნენ. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა, თუმცა,  მასპინძლებმა ყვითელი ბარათების მხრივ, აშკარად აჯობეს მეტოქეს. ბუდუ ზივზივაძემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 62-ე წუთზე შეცალეს. „პაიდენჰაიმს" კვლავ 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-18 ადგილზეა.


31 ქულით, მე-11 ადგილზეა გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი", რომელმაც „აუგსბურგს" უმასპინძლა და ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართველი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, როდესაც ტაბლოზე უკვე ზემოთხსენებული ანგარიში იყო დაფიქსირებული და ამას გარდა, „ჰამბურგი" 10 კაცით იყო დარჩენილი.


ლატვიის ვირსლიგას  მე-4 ტურში ლაშა ოდიშარია რფს-მა „აუდას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველის გუნდი რეალურად, მთელი თამაში აკონტროლებდა ბურთს, კარშიც ურტყამდა, თუმცა, გოლი ვერ გაჰქონდა. მეტოქემ კი, პირველ ტაიმში, 38-ე წუთზე, კონტრშეტევის დროს თამაშში იშვიათი შანსი გამოიყენა და გოლი გაიტანა. სტაბილური შეხვედრა ჰქონდა ოდიშარიას. თუმცა, ის 72-ე წუთზე მაინც შეცვალეს. ბუნებრივია, ჩემპიონატის სტარტზე სატურნირო ცხრილი ბევრს არაფერს წყვეტს, თუმცა, დღეს ქართველის გუნდმა მოსაგები მატჩი უშუალო მეტოქესთან წააგო და ახლა, ამ სატურნირო ცხრილში „აუდას" შემდეგ, მე-3 ადგილზეა.


საბერძნეთის სუპერლიგის გასავარდნი ჯგუფი ლუკა გუგეშაშვილის „ატრომიტოსი" გასვლით შეხვედრაში „პანეტოლიკოსს" შეხვდა და ფრედ, 1-1 ითამაშა. ანგარიში მასპინძლებმა მე-16 წუთზე გახსნეს და ქართველი მეკარის გუნდმა, ქულა მხოლოდ, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეხუთე წუთზე გადაარჩინეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ, ამ ქულის წყალობით, ლუკას ბერძნულმა გუნდმა კვლავ მოახერხა ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნება. მას, 30 ქულა აქვს და 3 ქულით უსწრებს „პანეტოლიკოსს".


საჩემპიონო რბოლა დაიწყო სლოვაკეთის ნაიკის ლიგის საჩემპიონო ჯგუფი. თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ"  ანგარიშით 2-1 სანდრო ნარიმანიძის „ჟილინა" დაამარცხა. ქართველებმა ორივემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს. ნარიმანიძემ სრული მატჩი ჩაატარა, ძოწენიძე კი, 84-ე წუთზე შეცვალეს. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, ასე რომ „მიხალოვცეს" ჯერ გათანაბრება დასჭირდა და შემდეგ, საჭირო სამი ქულის მოპოვება. მიუხედავად ამისა, „მიხალოვცეს" 38 ქულა აქვს და ჯგუფში, მე-5 ადგილზეა. „ჟილინა" კი, მარცხის მიუხედავად, 46 ქულით, მეორე-მესამე ადგილებს იყოფს „დუნაისკა სტრედასთან".


ჯგუფს, 55 ქულით ლიდერობს გურამ კაშიას ბრატისლავას „სლოვანი", რომელმაც დღეს, სწორედ „დუნაისკა სტრედას" აართვა ქულები. ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, სათამაშოდ არ შესულა. სამაგიეროდ განაცხადში იყო, მასპინძელი გუნდის ცოტნე კაპანაძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა. ამავე გუნდის მეორე ქართველმა კი, გიორგი გაგუა კი, მინდორზე 63-ე წუთზე გამოჩნდა.


შვეიცარიის სუპერ ლიგაში „ლოზანამ" ანგარიშით 2-1 „ვინტერთური" დაამარცხა. 32-ე ტურის ამ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო გაბრიელ სიგუამ, რომელსაც სანაკრებო შესვენების დროს ორი მძიმე შეხვედრის გამართვა მოუხდა, 21-წლამდეთ რიგებში და შესაბამისად, ფეხბურთელს დღევანდელ საკლუბო მატჩში ცოტა დაღლა ემჩნეოდა. ქართველო პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მისი „ლოზანა" კი, 39 ქულით მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს „ლუცერნთან", თუმცა, ორივე გუნდი გასავარდნი ჯგუფის ზონაშია და სუპერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, დიდი გარჯა მოუწევთ.


საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში  „ნანსი" და „სენტ ეტიენი" დაზავდნენ. ამ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა მე-6 წუთზე გახსნეს. ტაიმის ბოლო წუთზე კი, გათანაბრება ზურიკო დავითაშვილს შეეძლო, თუმცა, ქართველმა პენალტი გააცუდა. ქულა კი ქართველის თანაგუნდელებმა მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე ლუკას სტასინის გოლით გადაარჩინეს. ამ დროისთვის ზურიკო მოედანზე აღარ იყო. ქართველი 61-ე წუთზე შეცვალეს. ამ ტურის შემდეგ, „სენტ ეტიენს" 54 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ოთხი ქულით ჩამორჩება „ტრუას". თუმცა, ამ მომენტში, ორივე კლუბი, ლიგა 1-ში დაწინაურების კანდიდატია.


ნიდერლანდები ერედივიზიონი  საშინაო შეხვედრაში 0-2 დამარცხდა ირაკლი იეღოიანის „ექსელსიორი" „ნაინეგემთან".  ირაკლიმ, რომელმაც ასევე ორი რთული შეხვედრა ჩაატარა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად, დღეს სათადარიგო  შემადგენლობიდან დაიწყო და ის, მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. ირაკლის გუნდს 27 ქულა აქვს და ის ამ მომენტში გავარდნის ზონაშია.


ქართული ლეგიონის უახლოესი თამაშების განრიგი:


5 აპრილი

15:30 გერმანიის მეორე ბუნდესლიგა / „ბრაუნშვაიგი" - „ნიურნბერგი"

17:15  აზერბაიჯანის სუპერ ლიგა / „ზირა" - „შამახი"

19:00 ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „რაპიდი" - „შტურმი"

19:15 იტალიის სერია B / „ფროზინონე" - „პადოვა"

19:15 საფრანგეთის ლიგა 1 / „მეცი" - „ნანტი"

20:00 სლოვაკეთის ნაიკის ლიგის  ჩემპიონშიფის ჯგუფი / „ტრნავა" - „პოდბრეზოვა"

20:30 ბულგარეთის პირველი ლიგა / „ლუდოგორეცი" - „ცსკა 1948"


6 აპრილი

21:45 პორტუგალიის ლიგა / „აროუკა" - „ეშტორილი"

21:30 რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „უნივერსიტატია" - „კლუჟი"

23:00 ესპანური ლა ლიგა / „ხირონა" - „ვილიარეალი"