
სანაკრებო შესვენების შემდეგ, საკლუბო ფერხულში გადარეთო ქართული ლეგიონი. დღეს, „ჩაკვემ", გოგლიჩიძემ და „კვარამ" ითამაშეს. აი, „ქოჩორას" კი, კვლავ ტრავმის შემდეგ კვლავ გამოჩნდა „სპორტინგის" განაცხადში. თუმცა, გიორგი ქოჩორაშვილი მინდორზე, სათამაშოდ არ შესულა. მის გარეშე, „სპორტინგმა", „სანტა კლარა" 4-2 დაამარცხა და 28 ტურის შემდეგ, 68 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერს, „პორტურს" 4 ქულით ჩამორჩება.
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-40 ტურში, ქართველების „უოტფორდმა" გასვლაზე ქპრ-სთან 2-1 წააგო. ლონდონში, „ლოფტუს როუდზე" საბა გოგლიჩიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს, გიორგი 73-ე, ხოლო საბა 85-ე წუთზე შეცვალეს. რა დასამალია და ქართველებს არ ჰქონდათ კარგი მატჩი. მათი მინდორზე ყოფნისას კი, „უოტფორდი" 2-0-ს აგებდა. სტუმრებმა ერთი გუნდი 85-ე წუთზე გაქვითეს, თუმცა, ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. სატურნირო ცხრილში, „უოტფორდი" 56 ქულით მე-9 ადგილზეა.
პარიზელთა შორის მარტის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. „კვარაა" საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო საფრანგეთის განახლებულ ჩემპიონატში. ლიგა 1-ის 28-ე ტურში პსჟ-მ „ტულუზას" უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. ხვიჩას გუნდელებმა ანგარიში 23-ე წუთზე გახსნეს. ათ წუთში დემბელემ დუბლი გაიფორმა, ამჯერად, კვარას თავით გაკეთებული გადაცემის შემდეგ. თუმცა, შუალედში სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს. მეორე ტაიმში ხვიჩას, ჰქონდა რამდენიმე მცდელობა მეტოქის კარის აღების თუმცა, ამჯერად, მან გოლის გარეშე, 68-ე წუთზე დატოვა მოედანი. მესამე გოლი კი, პსჟ-დან გონსალო რამოშმა გაიტანა მსაჯის მიერ, მატჩისთვის კომპენსირებულ მეორე წუთზე. 28 ტურის შემდეგ, ხვიჩას გუნდს, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და 63 ქულით, უახლოეს მდევარს, „ლანსს" მინიმუმ ტურის დასრულებამდე 4 ქულით უსწრებს.
აქვე, გთავაზობთ ქართული ლეგიონის ნაწილის თამაშების განრიგს, რომლებიც 4, 5 და 6 აპრილს არის ჩანიშნული:
4 აპრილი
15:00 ლატვიის ვირსლიგა / რფს - „აუდა"
15:45 ინგლისის FA თასი ¼ ფინალი / „მანჩხესტერ სითი" - „ლივერპული"
17:30 გერმანიის ბუნდესლიგა / „გლადბახი" - „ჰაიდენჰაიმი"
17:30 გერმანიის ბუნდესლიგა / „ჰამბურგი" - „აუგსბურგი"
21:00 საბერძნეთის სუპერლიგის გასავარდნი ჯგუფი / „პანეტოლიკოსი" - „ატრომიტოსი"
23:00 ნიდერლანდები ერედივიზიონი / „ექსელსიორი" - „ნაინეგემი"
17:30 სლოვაკეთის ნაიკის ლიგის საჩემპიონო ჯგუფი / „მიხალოვცე" - „ჟილინა
20:00 სლოვაკეთის ნაიკის ლიგის საჩემპიონო ჯგუფი / „დუნაისკა სტრედა" - „სლოვანი" ბრატისლავა
20:00 შვეიცარიის სუპერ ლიგა / „ლოზანა" - „ვინტერთური"
22:00 საფრანგეთის ლიგა 2 / „ნანსი" - „სტ ეტიენი"
5 აპრილი
15:30 გერმანიის მეორე ბუნდესლიგა / „ბრაუნშვაიგი" - „ნიურნბერგი"
17:15 აზერბაიჯანის სუპერ ლიგა / „ზირა" - „შამახი"
19:00 ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „რაპიდი" - „შტურმი"
19:15 იტალიის სერია B / „ფროზინონე" - „პადოვა"
19:15 საფრანგეთის ლიგა 1 / „მეცი" - „ნანტი"
20:30 ბულგარეთის პირველი ლიგა / „ლუდოგორეცი" - „ცსკა 1948"
6 აპრილი
21:45 პორტუგალიის ლიგა / „აროუკა" - „ეშტორილი"
21:30 რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „უნივერსიტატია" - „კლუჟი"
23:00 ესპანური ლა ლიგა / „ხირონა" - „ვილიარეალი"





ჩვენ








