
სანაკრებო შესვენების შემდეგ, დღეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. სატურნირო ცხრილს, კვლავ „სპაერი" უდგას სათავეში. ეროვნული ჩეპიონატის ლიდერმა დღეს, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე" ადგილობრივი „დინამოს" წინააღმდეგ ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმა ბათუმში პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ დაიწყო, მასპინძლებმა „სპარეს" სამბურთიანი ტალღა შეხვედრის დაწყებიდან 14 წუთში გადაავლეს - ანგარიში მე-4 წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა გახსნა. მე-10 და მე-14 წუთებზე დმიტრი მანდრიჩენკოს დუბლით, უკვე 3-0-ს იგებდნენ. 31-ე წუთზე სტუმრებმა ფლანგიდან შეუტიეს, ერთ მომენტში თითქოს ბათუმელებმა მოახერხეს გამკლავება, მეკარემ მოიგერია, თუმცა დასწრებაზე იქვე მდგომმა საბა გეგიაძემ, ერთი ბურთი გაქვითა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე 57-ე საგოლე გადაცემას, რომელიც მან პირველი ტაიმის სტარტზე გასცა, უერდი მარამ თავადაც გაიტანა და სტატუს-კვო აღადგინა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა ეს, ამ მატჩში ბოლო გოლი იყო. ბათუმის „დინამომ" 4-1 მოიგო და სატურნირო ცხრილში რამდენიმე საფეხურით მაღლა აიწია.
თბილისში, „დინამო არენასთვის" უჩვეულოდ 15:00 საათზე, „დინამო თბილისმა" გორის „დილას" უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. ეს ლადო კაკაშვილის გუნდის პირველი მარცხია მიმდინარე ჩემპიონატში და ალბათ, ყველაზე მნიშვნელობანი, რამაც ჩვენი ყურადღება მიიქცია, ის გარემოება იყო, რომ თბილისელებმა, მოწინააღმდეგე თამაშით დაჯაბნეს, იყო მომენტები, როცა გუნდებმა თანაბრად ითამაშეს, თუმცა, სტუმრებმა, მაქსიმალურად გამიყენეს საგოლე მომენტები, რასაც ვერ ვიტყვით დინამოელებზე. პირველი გოლი „დილამ" გაიტანა, რომელმაც კარგად ისარგებლა თბილისელთა უყურადღებობით, დინამოელთა ნახევარზევე ჩაჭრა და მე-20 წუთზე ლაშა მენთეშაშვილის გოლით დაასრულა მომენტი. დინამოელებმა ტაიმის მიწურულს ოსეი ბარნსის გადაცემის შემდეგ, მსაჯის მიერ ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში, გიორგი გვასალიამ გაათანაბრა, 1-1. მეორე ტაიმში, გორელებმა მეტ-ნაკრებად მოახერხეს თამაშის გათანაბრება და პირველის მსგავსად, შანსი კვლავ გამოიყენეს. ამჯერად მენთეშაშვილის გადაცემით ზურაბ მუსელიანმა 57-ე წუთზე გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებს სათამაშოდ დიდი ჰქონდათ და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, მათ ეს შანსი ვერ გამოიყენეს. ტრადიციულად, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელთაგან ეროვნულ ნაკრებში არავინაა (თუმცა, არიან 21-წლამდე ფეხბურთელები) „დინამომ" სანაკრებო შესვენების შემდეგ, კვლავ მძიმედ დაიწყო.
წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, ადგილობრივმა „სამგურალმა" 2-1 დაამარცხა „რუსთავი". ამ შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს 42-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. გოლი, კლუბის ლეგიონერმა ალმეიდამ გაიტანა. მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და 51-ე წუთზე ნიკა ხორხელის სტანდარტულის შემდეგ, ანგარიში გათანაბრდა. სამი ქულა კი, მასპინძლებმა მატჩის ბოლო ათწუთეულში გამომუშავებული მორიგი სტანდარტულით მოიპოვეს. ამჯერად, მე-80 წუთზე 11-მეტრიანი ველისოლიმ შეასრულა ზუსტად და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
თბილისში, „პეტრო არენაზე" „გაგრამ" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „იბერია 1999"-ს უმასპინძლა. მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. მე-9 წუთზე, ბაქარ ქარდავას შორეული დარტყმით სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. ამის შემდეგ კი, იძულებითი ცვლილება გააკეთეს. იბერიელთა მეკარემ გიორგი მაკარიძემ ტრავმა მიიღო და ყოველ შემთხვევაში დღეს, შესაცვლელი გახდა. ამით შეგულიანებული „გაგრა" გააქტიურდა და მსაჯის მიერ ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრა, 1-1. პირველისგან განსხვავებით, შედარებით უფერული ტაიმი 69-ე წუთზე კაფეს გადაცემის შემდეგ გურამ გოშთელიანის თავით გატანილმა გოლმა გამოაცოცხლა. „იბერია 1999"-ს ჰქონდა კიდევ ანგარიშის გაზრდის საშუალება, თუმცა, ორჯერ ზედიზედ, კარგად ითამაშა მასპინძელთა უკრაინელმა მეკარემ ოლეკსანდრ ვორობეიმ. საბოლოოდ, „იბერია 1999"-მა 1-2 მოიგო და საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.
ქუთაისში, „რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე, იმერულ დერბიში, „ტორპედომ" ტყიბულის „მეშახტეს" უმასპინძლა. შეხვედრის მე-17 წუთზე გოლი საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრების შეთანხმებულ მოქმედებას მოჰყვა, ლადო მამუჩაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ, დიეგო დეისაძემ გაიტანა, ამასთან სადებიუტო გოლი იმერეთის მთავარ გუნდში. ტყიბულელებმა, რომლებსაც ამ მატჩამდე კარი მშრალად ჰქონდათ შენახული, მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი და თანაც, ერთბაშად 3 გაუშვეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 51-ე წუთზე, მამუჩაშვილმა გიორგი არაბიძეს გაატანინა, კიდევ 7 წუთში, არაბიძის გადაცემით, პირესმა გაიტანა. „ტორპედომ" 3-0 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა.
სატურნირო ცხრილი
ეროვნული ლიგის მორიგი მე-6 ტური ხარება დღეს, 7 აპრილს გაიმართება.
ფოტო: სკ „დინამო" ბათუმი





ჩვენ








