ივნისის დასაწყისში ბათუმი უპრეცედენტო მასშტაბის ქართულ სპორტულ ფესტივალს უმასპინძლებს
ივნისის დასაწყისში ბათუმი უპრეცედენტო მასშტაბის ქართულ სპორტულ ფესტივალს უმასპინძლებს
03.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სპორტის 17 სახეობა, საქართველოს 12 რეგიონი და 1200 სპორტსმენი (სავარაუდო რაოდენობა) 2026 წლის 2-დან 6 ივნისის ჩათვლით ბათუმში გამარჯვებულებს ცალკეულ სახეობებში გამოავლენს, მთავარი პრიზი კი, გადაეცემა რეგიონს, რომელიც 14-17 წლის ასაკის სპორტსმენთა შორის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს ჯამური ქულით.


სპორტში ჩაბმულობა და ჩართულობა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა ალბათ, ადრეული ასაკშივე, რაც ჩვენი მოსაზრებით, ამ სპორტსმენებს წაახალისებს, სხვისთვის კი, მაგალითი იქნება, ჯანსაღი ცხოვრება და სპორტის ცოდნაც, ალბათ, ამ მიზნების მიღწევა იქნება საკვანძო მომენტი, თანამედროვე ქართულ რეალობაში, ყველაზე მასშტაბური მულტისპორტული ასაკობრივი შეჯიბრებისა, რომელიც  ბადმინტონში (გოგონები, ვაჟები),  ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში, თავისუფალი ჭიდაობში,  (ვაჟები),  3X3-ზე კალათბურთში  (გოგონები, ვაჟები), კრივში (ვაჟები), მაგიდის ჩოგბურთში (გოგონები, ვაჟები), მინი-ფეხბურთში (ვაჟები), მძლეოსნობაში (გოგონები, ვაჟები), მხატვრული ტანვარჯიში, ტაეკვონდოში (გოგონები, ვაჟები), ფრენბურთში (გოგონები), ქართული ჭიდაობში,  ქვიშის ჭიდაობაში, ჩოგბურთში (გოგონები, ვაჟები), ცურვში (გოგონები, ვაჟები), ძიუდოსა (შერეული გუნდური) და  ხელბურთში (ვაჟები) ჩატარდება.


ფესტივალის ფინალურ ეტაპს, წინ, ზემოთ აღნიშნულ სახეობებში მუნიციპალური და რეგიონული შეჯიბრებები უძღვის, რომლებშიც მთლიანობაში, დაახლოებით, 14-17 წლის ასაკის 30 ათასი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.


აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, დღეს, თბილისში, ოლიმპიურ კომიტეტში ფესტივალში მონაწილე სპორტის სახეობების ფედერაციებთან ოფიციალური მემორანდუმი გაფორმდა, მედიის წარმომადგენლებისთვის კი, ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სეოკ-ს ორგანიზებითა და ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს  სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი უხელმძღვანელებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე, დახურვის ცერემონია კი, ასევე ბათუმში ჩატარდება, უფრო კონკრეტულად ბულვარში, ანბანის კოშკთან.