
შესაძლოა ახლო მომავალში საქართველოში ახალ ტურნირს ჩაეყაროს საფუძველი. შავი ზღვის ქვეყნების ღია ჩემპიონატში საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ლიეტუვასა და ყახაზეთის წამყვანი კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.
ინიციატივა, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი აბდუშელიშვილის ეკუთვნის. აღნიშნულ საკითხზე თბილისში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შავი ზღვისპირა ქვეყნების კლუბებისა და ფედერაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
დღევანდელი ინფორმაციით, რომელსაც სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია ავრცელებს, შავი ზღვის (ღია) ლიგის გათამაშების ფორმატზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს. მანამდე კი, 2026 წლის სექტემბერში საქართველო შავი ზღვის თასის გათამაშებას ტურნირის სახით უმასპინძლებს, სადაც საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ლიეტუვას და ყაზახეთის წყალბურთის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.
ფოტო: საწყლოსნო სახეობების ფედერაცია





ჩვენ








