
წყალბურთში, მსოფლიო თასის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ხვალიდან 5 აპრილის ჩათვლის საერთაშორისო ტურნირში Danube Cup-ში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობები ფედერაციის ინფორმაციით, ეს იქნება ბოლო მოსამზადებელი პერიოდი.
სამი დღის მანძილზე საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს:
3 აპრილი, 19:15 საათი / კანადა - საქართველო
4 აპრილი, 19:15 საათი / საქართველოს - ავსტრალია
5 აპრილი, 13:45 საათი / სლოვაკეთი - საქართველო
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილიდან საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის გათამაშებაში დაიწყებს ასპარეზობას. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უახლოეს მატჩებში, ქართველი სპეციალისტი რევაზ ჩომახიძე უხელმძღვანელებს.
მსოფლიო თასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ფოტო: საწყლოსნო სახეობების ფედერაცია





ჩვენ








