შენგელიას „ბარსელონამ“ კაუნასში „ჟალგირისთან“ წააგო
შენგელიას „ბარსელონამ“ კაუნასში „ჟალგირისთან“ წააგო
02.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატი სამ ტურში დასრულდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები კაპიტნის თორნიკე შენგელიას „ბარსელონა"  20 მოგებითა და 15 წაგებით მე-8 ადგილზეა. 35-ე ტურის მატჩი ქართველის გუნდი კაუნასში „ჟალგირისთან" 12 ქულით, 83-71 (22-21, 17-19, 20-16, 24-15) დამარცხდა.


იხილეთ თამაშის სტატისტიკა


ის, რომ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში ქართველის გუნდი პირველ მეოთხედს ტრადიციულად აგებს, უკვე არახალია. თუმცა, ამჯერად, ქართველის გუნდმა, მხოლოდ ერთი, მეორე მეოთხედი მოიგო. გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე, ქართველთა კაპიტნის ანგარიშზე მხოლოდ 8 ქულა იყო. პარკეტზე კი, თოკოს რომელმაც სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო, არასრულ მესამე მეოთხედში 15:42 ჰქონდა გატარებული. ეს სტატისტიკა,  არც ბოლო მონაკვეთში შეცვლილა დიდია. თუმცა, ისევე, როგორც მასპინძლების დომინაცია მთელი თამაშის მანძილზე. შეხვედრაში იყო, მომენტი, როცა „ბარსელონამ" ხუან მარკოსის სამქულიანის შემდეგ, მეოთხე მეოთხედის სტარტზევე ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ამის შემდეგ, მასპინძლებმა 7 ქულიანი გაქცევა მოაწყეს და შემდეგ, მოახერხეს ხელსაყრელი უპირატესობის შენარჩუნება.


საბოლოოდ, თოკომ ეს მატჩი 10 ქულით და 4 მოხსნით, 3 პასითა და  2  ჩაჭრით დაასრულა.


მომავალ შეხვედრას „ბარსელონა" მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს სახლში, "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ გამართავს.