ქართულ საკალათბურთო ოჯახს ზურაბ ტომარაძე გამოაკლდა
ქართულ საკალათბურთო ოჯახს ზურაბ ტომარაძე გამოაკლდა
02.04.2026
ავტორი: TSFF.Ge

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ზურაბ ტომარაძე გარდაიცვალა. ზურა, მხოლოდ 62 წლის იყო... მის სახელს თანამედროვე კალათბურთის რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი ფურცელი უკავშირდება. ის წლების მანძილზე იყო „ვითას" თავდაპირველად მწვრთნელის ასისტენტი, შემდეგ მთავარი კი მწვრთნელის ამპლუაშიც. „ვითას" გარდა,  ქართულ კალათბურთში, მწვრთნელის ამპლუაში მას ებარა ბათუმის „ბასკო",  „ოლიმპი", თბილსის „დინამო".


მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ევრბასკეტის 2003 შესარჩევ ეტაპზეც იასპარეზა.


ისევე, როგორც სრულიად საქართველოს საკალათბურთო ოჯახი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზურაბ ტომარაძის გარდაცვალების გამო. უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.