
2026 წლის 7-13 აპრილს მალტაზე, მსოფლიო თასის II დივიზიონის ეტაპი გაიმართება. A ჯგუფში იასპარეზეს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც თურქეთის, სლოვენისა და ბრაზილიის ნაკრებებთან დაპირისპირებაში მოუწევს მომდევნო ეტაპზე გასასვლელი საგზურებისთვის ბრძოლა. ფინალურ ეტაპზე კი, ჯგუფიდან ორი-საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადის.
აღნიშნული მატჩებისთვის, ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა უკვე დაიწყო შეკრება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძე მოახლოებული თამაშებისთვის შემდეგ წყალბურთელებს უხმო: ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე, ანდრია ბითაძე, სტაფან პიეშივაცი, იოვან სარიჩი, დუშან ვასიჩი, ველიკო ტანკოსიჩი, ანდრია ვლაჰოვიჩი, ნიკა შუშიაშვილი, ლუკა ჩიქოვანი, საბა ტყეშელაშვილი, ვალიკო დადვანი, ხვიჩა ჯახაია, ბესარიონ ახლედიანი, გიორგი მესხი, საბა მაჭავარიანი.
თამაშების განრიგი ასე გამოიყურება:
7 აპრილი / საქართველო - თურქეთი
8 აპრილი / საქართველო - ბრაზილია
9 აპრილი / საქართველო სლოვენია
აქვე გეტყვით, რომ გუნდები გათამაშების ამ ეტაპზე მსოფლიოს 24 წარმომადგენელი ასპარეზობს. ჯგუფები შემდეგი პრინციპით შედგა - საერთო რეიტინგის მიხედვით, სადაც ბრაზილიას მე-5 პოზიცია უკავია, საქართველოს კი, მე-11 წილისყრამ მე-19 ადგილზე მყოფი თურქეთი და ბოლო, 24-ე ადგილზე მყოფი თურქეთი დაუწყვილა. როგორც გითხარით, ჯგუფიდან გადის ორ-ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომლებიც თავის მხრივ, ფინალური საგზურისთვის ბრძოლაში 10 აპრილიდან ჩაერთვებიან. აქ კი, ასპარეზობა 1/16 ფინალიდან დაიწყება.
ფოტო: საწყლოსნო სახეობების ფედერაცია





ჩვენ








