ამჯერად, ჟორჟის დუბლით მოვიგეთ
ამჯერად, ჟორჟის დუბლით მოვიგეთ
29.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში მეორე ამხანგური მატჩი გამართა. ვილი სანიოლის გუნდი ამჯერად ლიეტუვას დაუპირისპირდა და 0-2 (მატჩის სტატისტიკა) მოვიგეთ. ამასთან მოვიგეთ პირველად, 7 სექტემბრის შემდეგ.  ამ ჯერად, ვითამაშეთ კვლავ ორი განსხვავებული ტაიმი, რომელშიც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, კვლავ ჩავაგდეთ ერთი ტაიმი. ამჯერად პირველი. შესაბამისად, მოგებული მატჩის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების თამაშში, კითხვის ნიშნები არის. გამოჩნდა კიდევ ერთხელ პრობლემები, რომლებიც მარტის თამაშებში მეტოქეების კლასიდან გამომდინარე უფრო თვალსაჩინო იყო.


თავიდანვე ვთქვათ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ქართველთა გუნდი სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილება იყო. ვილიმ, ამჯერად ირაკლი აზაროვი, ლაშა დვალი, ზურიკო დავითაშვილს მისცა სასტარტოდან დაეწყო თამაში, ამას გარდა, ქართველთა მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობიდან თამაში დააწყებინა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ნაკრებსაც აკლია და თავად ვილისაც. სამ ფეხბურთელს, ლუკა გადრანს, ილია ბერიაშვილსა  და გიზი მამაგეიშვილს კი, სანიოლი უკვე მეორედ ენდო. ქართველთა შემადგენლობაში, ვგულისხმობ ყველა ფორმაციის, ალბათ უფრო მაინც, როდესაც ოთარ კიტეიშვილისა და ამას თუ, გიორგი ქოჩორაშილის გარეშეც გიწევს თამაში, ქართველთა სამწვრთნელო შტაბი გიორგი მამარდაშვილს, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძისა და ანზორ მექვაბიშვილზე „ააგებს" გუნდს.  ისე, ამაში სიახლეც არაფერია.


რა ხდებოდა პირველ ტაიმში - ბურთი გავაკონტროლეთ 39/61, მეტჯერ შევუტიეთ 9/12, კარში ერთით მეტი 1/2 დავარტყით - აქედან ერთი, ხვიჩას საჯარიმო იყო, რომელიც ძელმა მოიგერია, 31-ე წუთზე. რამდენჯერმე ჩვენი დაცვა ჩავარდა, აქედან ერთხელ გადავრჩით. საქართველოს ნაკრები პირველი ამხანაგურის მსგავსად, არ იყო ის, რისი ხილვაც გვინდა და უფრო გაგვიხარდება, ძირითადად ფონს, ინდივიდუალიზმის ხარჯზე გავდიოდით. „კვარაზე" ბუნებრივია არ დავკონკრეტდები, გაასმაგებული მეურვეობის ფონზეც კი, ის გამორჩეული იყო. აი გიზი მამაგეიშვილი, უკვე მეორე მატჩია და ირაკლის აზაროვი, რომელსაც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, კლუბში დაუმსახურებლად არ აძლევენ სათამაშო დროს, ეს კი, მის სანაკრებო დატვირთვაზეც აისახება, შეხვედრის ამ მონაკვეთში დასამახსოვრებლები იყვნენ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა.


მეორე ტაიმში, სურათი ძირითადად არ შეცვლილა, თუმცა, იყო სამი მომენტი, 56-ე წუთზე, როდესაც გიორგი მამარდაშვილს მოუწია თამაშის ჩართვა და შორეულ კუთხეში მიმავალი ბურთი მოიგერია. მე-60 წუთზე, კვლავ „მამარდამ"  ითამაშა კარგად გამოსვლაზე. კიდევ ერთი შანსი მასპინძლებმა 82-ე წუთზე ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, საკმაოდ უხეშ თამაშში, სადაც მეტოქე ლატვილ მსაჯთა ბრიგადისგან გათამამებული თითქმის, ყველა მონაკვეთზე და ყოველ წუთს, უმოწყალოდ იმეტებდა სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით ეს „კვარას" და „ჩაკვეს" მიმართ იგრძნობოდა, ქართველთა გუნდმა ანგარიში 70-ე წუთზე გახსნეს, პენალტით - მას შემდეგ, რაც გიორგი მიქაუტაძე საჯარიმოში მოთელეს და პენალტი თავად ჟორჟმა გაიტანა. 84-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილის გრძელი გადაცემის შემდეგ ფლანგზე, სწორი გაგრძელება მოუნახა ნიკა გაგნიძემ, რომელიც ლიეტუველთა მცველებისგან სრულიად გამოთავისუფლებულმა ბომბარდირმა „ჩაკეტა" და ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. საინტერესოა, რომ გატანილი გოლების რაოდენობით, ჟორჟმა ჯერ გაუთანაბრა ხვიჩას ანგარიში, შემდეგ კი გადაასწრო. მატჩის მიწურულს, კვარას, ჰქონდა ამ მოცემულობის შეცვლის შანსი, თუმცა, ბურთი, შეცვლაზე შემოსულ ბუდუ ზივზივაძეს გაარტყა.


აქვე, უხეშობის თემა, რომ ამოვწუროთ, ამხანაგურ თამაშში, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის დასასრულს, როცა უკვე არც აღარაფერი ცვლიდა არაფერს, „კვარა" ტრავმისთვის გაწირეს - კი მიიღო მეორე ყვითელი გინეიტისმა და შემდეგ გაწითლდა, მაგრამ ვაი და ხვიჩას ტრავმა აეკიდებინა...


ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები სავარაუდოდ ხუთმცველიან ტაქტიკას უბრუნდება. რეალურად სწორედ, ამ სქემით ვითამაშეთ, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნანატრი საგზური მოიტანა. თუმცა, აქ იყო კიდევ ერთი დეტალი - მარტის სანაკრებო მატჩებში ვილიმ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გამოსცადა და სათამაშო დრო მისცა. ეს გამოცდა, უფრო მეტად დაცვის ხაზს შეეხო, თუნდაც იმიტომ, რომ ვეტერანი „კაშოს" გარეშე კი, ჩვენი დაცვა, ფაქტიურად შიშველია.


შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას, კვლავ ამხანაგურს, საქართველოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ამის შემდეგ, გვრჩება კიდევ ერთი ამხანაგური და შემოდგომაზე, ერთა ლიგის შესარჩევი, სადაც ჩვენი მოსაზრებით, საკმაოდ რთული ამოცანების გადაჭრა და ბევრის დამტკიცება გვიწევს.