პარიზში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე სამი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს

28.03.2026
ავტორი: TSFF.Ge
საფრანგეთში, მეორე დღეა მხატვრულ (სინქრონულ) ცურვაში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელშიც 28 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. მონაწილეთა შორის არიან საქართველოს წარმომადგენლებიც: მარია ალავიძე, ანი ყიფიანი და ნიტა ნათობაძე.
27 მარტს ტექნიკური პროგრამები გაიმართ: ტექნიკურ სოლოში იასპარეზა მარია ალავიძემ რომელმაც 232.0717 ქულით მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
ტექნიკურ დუეტში მარია ალავიძემ, ანი ყიფიანთან წყვილში 215.9041 ქულა აიღო და მხოლოდ, 22-ე ადგილზე გავიდა.
28 მარტს თავისუფალი დუეტებში მონაწილეობა მარია ალავიძემ და ნიტა ნათობაძესთან ერთად მიიღო და 199.4551 ქულით, მე-18 ადგილი დაიკავა.
ხვალ, 29 მარტს კი, თავისუფალი სოლო პროგრამით ნიტა ნათობაძე და მარია ალავიძე იასპარეზებენ.





ჩვენ








