სპორტულ ცეკვებში ქართული წყვილი მსოფლიოს ათეულშია
სპორტულ ცეკვებში ქართული წყვილი მსოფლიოს ათეულშია
29.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს პრაღაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა. სპორტულ ცეკვებში საქართველოს წარმომადგენლები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი რიტმული ცეკვების შემდეგ მე-10 ადგილზე იყვნენ და ყინულზე მე-11 სასტარტო ნომრით გამოვიდნენ. შეჯიბრის დასრულების შემდეგ, გლებ სმოლკინი აღნიშნავს, რომ დღეს, მათი საუკეთესო გამოსვლა იყო.


 „ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან სეზონის საუკეთესო გამოსვლა გვქონდა და მაგარია, რომ სეზონი ამ გამოსვლით დავასრულეთ. დიდებული აუდიტორია იყო, ისინი ჩვენ გვმუხტავდნენ და გვაიძულებდნენ ყინულზე ბოლომდე დავხარჯულიყავით. საკმაოდ გრძელი სეზონი იყო და ყველა შეჯიბრი ევროპის კონტინენტზე ჩატარდა. მაგრამ იგივე იყო მთელი გუნდისთვის, მონრეალშიც ჩვენი გუნდი იმავე პირობებში იყო. აქ თავს სახლში ვგრძნობდით, მთელი ორი გუნდი ერთი მწვრთნელის ვიყავით. გვაქვს მომავლისთვის რაღაც იდეები, ახლა ცოტას დავისვენებთ და მერე გავაგრძელებთ მუშაობას. ჯერ-ჯერობით არაფერი მოგვიგია, ასე რომ გვინდა მეტი", - ამბობს გლები „გოლდენ სქეითისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


ქართულმა წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 119.31 (66.61 /52.70) რაც მე-9 შედეგი აღმოჩნდა. თუმცა, ორი პროგრამის ჯამში 198.65 ქულით, საბოლოოდ, მე-10 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა.


აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, მე-11 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა დღეს ნიკა ეგაძე (იხილეთ სტატია), გუშინ ქალთა შორის 10 ადგილით დახურა სეზონი ანასტასია გუბანოვამ (იხილეთ სტატია), სპორტულ წყვილებში კი, ქართული გუნდის ანგარიშზე ვერცხლის მედლებია - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (იხილეთ სტატია) ოლიმპიური ვერცხლისა და ევროპის ჩემპიონობის  შემდეგ, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებიც გახდნენ.