შენგელიას „ბარსელონამ“ „ცრვენა ზვეზდა“ ოვერტაიმში დაამარცხა
შენგელიას „ბარსელონამ“ „ცრვენა ზვეზდა“ ოვერტაიმში დაამარცხა
28.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტური რჩება. დღეს, თორნიკე შენგელიას „ბარსელონა" სერბულ „ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდა და ურთულეს შეხვედრაში 92-88 დაამარცხა. ამ შეხვედრაში, გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო, რომელის სტარტზეც გუნდებმა სამქულიანები გაცვალეს. საბოლოოდ კი, კატალონიელებმა 16-11 მიიღეს. სხვათა შორის, ამ ხუთ წუთში იმდენივე ქულა ჩავარდა, უფრო ზუსტად ერთი ქულით ნაკრები, რამდენიმე მეოთხე მეოთხედში.


ქართველთა ნაკრების კაპიტანმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ძირითად დროში, პარკეტზე 26 წუთამდე გაატარა, ამ დროის მანძილზე შენგელიას ანგარიშზე 7 ქულა და 4 მოხსნა იყო. რაც შეხება თამაშს, ის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი მეოთხედი სერბებმა 18-20 მოიგეს, აი მომდევნოში კი, მასპინძლებმა იმარჯვეს, 24-20 და პირველი ტაიმიც ორი ქულით მოიგეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ამ მონაკვეთში, ჩვენი ნაკრების გვარის გასწვრივ გრაფაში მხოლოდ 2 ქულა ეწერა.


მომდევნო ორი მეოთხედი მეტოქეებმა „გაცვალეს". მესამე, კატალონიელებმა მოიგეს 22-18, აი, მეოთხე მეოთხედში კი, სერბებმა ბოლო წამებზე აქტიურობის და ბარსელონელთა შეცდომების ხარჯზე 11-17 მოიგეს და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს, რადგან ანგარიში ტაბლოზე თანაბარი იყო, 75-75.


საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15% შეადგინა.


რაც შეეხება „ბარსელონას", კატალონიურმა გუნდმა, სატურნირო ცხრილში ერთ რომ ადგილი გაუცვალა „ცრვენა ზვეზდას", შემდეგ „ჟალიგისითან" და „პანათინაიკოსთან" ერთად 6-8 ადგილებს იყოფს (იხილეთ ბმული).