ანასტასია გუბანოვამ სეზონი მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მე-10 ადგილით დახურა
ანასტასია გუბანოვამ სეზონი მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მე-10 ადგილით დახურა
28.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემდეგ, ქართული გუნდი კიდევ ერთმა წევრმა, ანასტასია გუბანოვამ 2025-2026 წლების სეზონი „ჩახურა". ჩვენი გუნდის ყველაზე სტაჟიანმა მოციგურავემ, პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მე-10 ადგილით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი კაორი საკამოტო გახდა. ჩვენი გუნდის წარმომადგენელი ამ შედეგით, ევროპის კონტინენტიდან მეოთხეა.


ანასტასიამ, თავისუფალ პროგრამაში ბოლოდან მეექვსემ იასპარეზა, თუმცა, დაღლილობამ და ფეხის ტრავმამ რომლითაც მთელი სეზონი იასპარეზა გუბანოვამ, მაინც თავისი გააკეთა და ჩვენს წარმომადგენელს თავისუფალი პროგრამის პირველი ნაწილის უნაკლოდ შესრულების შემდეგ, მეორე ნაწილში, „მთელი სეზონი" დააწვა და შეცდომებიც დაუშვა - უმნიშვნელო, თუმცა, მსაჯებისთვის მარტივად შესამჩნევი. საბოლოოდ, გუბანოვამ 128.89 (63.93 /64.96) ქულით თავისუფალ პროგრამაში მე-10 ადგილი დაიკავა. ორი პროგრამის ჯამშიც მე-10 ადგილზე გავიდა 198.81 ქულით.


„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სეზონი დასრულდა. საკმაოდ მძიმე იყო და ემოციური, მცირე შეცდომების მიუხედავად დღევანდელით ბედნიერი ვარ. იმის მიუხედავად, რომ დაღლილი ვიყავი, მოვახერხე კონცენტრირება და დღევანდელი მიზანი მესრიალა, მიმეღო სიამოვნება იმით, რასაც ბოლოჯერ ვაკეთებდი, გამომივიდა.


მომავალ სეზონში კიდევ გამოვალ სარბიელზე, შესაძლოა მეტ-ნაკლებად სრული სეზონი, რადგან ყველა შეჯიბრზე გამოსვლას არ ვაპირებს. რა თქმა უნდა ჩემი ქორეოგრაფი ისევ ადამ სოლია იქნება.


ჩემი კოსტუმი (რომლითაც ამ სეზონზე გუბანოვა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობს), არ არის ქათქათ თეთრი. იდეა იყო, რომ ფორმა არ იქნებოდა თვლებით გაწყობილი და აქცენტი გაკეთდებოდა ზურგზე და წინ  ზოლები შექმნიდნენ განწყობას. თუმცა, მთავარი და ჩემი სრიალის მნიშვნელოვანი ნაწილი სულიერებაა, არა იმიტომ რომ ლამაზია, არამედ როდესაც ისინი ერთიანდებიან, ჯადოქრობაა", - ამბობს ანასტასია გუბანოვა „გოლდენ სქეითისთვის" გაკეთებულ კომენტარში.


სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ ანასტასიას თავისუფალი პროგრამის კოსტუმი, ISU-მ სეზონის საუკეთესო კოსტუმს შორის დაასახელა და ამ ნომინაციაში გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს გამოცხადდება. ამავე დღეს ყინულზე, თავისუფალი პროგრამით, ერთეულ კაცებში ნიკა ეგაძე, სპორტულ ცეკვებში კი, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი იასპარეზებენ.