
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დღეს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ფრედ, 1-1 ითამაშა ლატვიის ნაკრებთან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაში ჩვენი 21-წლამდე გუნდის უპირატესობით წარიმართა, კვიპროსელის მსაჯების არაკომპეტენტურობამ, ბევრად განაპირობა დღევანდელი მატჩის საბოლოო შედეგი. ბუნებრივია, მსაჯთა შეცდომა, შეცდომად - მეორე ტაიმის მიწურულს ჩვეულ სათამაშო მომენტში გიორგი გვასალიას წითელი უჩვენეს და საქართველოს ნაკრები 10 კაცით დაგვტოვეს. შესაბამისად, რამაზ სვანაძე მოუხდა გადაწყობა.
თავიდანვე ვთქვათ, რომ სტუმრებმა პირველ ტაიმში მხოლოდ სამჯერ შეგვიტიეს, თუმცა, სამივე მომენტში პაპუნა ბერუაშვილის თამაშში ჩართვა გახდა საჭირო. აი ჩვენ კი, ის გარემოებები, რომ ვერ გამოვიყენეთ და გოლებად ვერ გარდავსახეთ, მსაჯების ბრალი ნაღდად არ იყო.
- მე-10 წუთზე ანგარიშის გახსნის კარგი შანსი გვქონდა, მეკარესთან სამნი გავდიოდით, თუმცა, გაკეთდა არასწორი გადაწყვეტილება და გადაცემაც და მომენტი დაიკარგა;
- ამის შემდეგ, ორჯერ გადავრჩით - ერთხელ ბერუაშვილმა გვიხსნა, მეორედ - ძელმა.
- მე-18 წუთზე სიგუას ჰქონდა ანგარიშის გახსნის კიდევ ერთი შანსი, რომელიც საბოლოოდ კუთხურით დასრულდა.
- 30-ე და 31-ე წუთებზე, ჯერ დადიანს, შემდეგ გვასალიას ჰქონდათ კარგი შანსები, მაგრამ კვლავ ვერ გავიტანეთ.
- კონტრშეტევაზე საქმეში კვლავ ბერუაშვილს მოუხდა ჩართვა, თუმცა, ისევე, როგორც მომდევნო მომდევნო ეპიზოდში.
- 37-ე წუთზე ხარებაშვილმა კარგად იარა, ჩიქოვანს გადააწოდა და ამ უკანასკნელმა თავით დაარტყა, თუმცა, მეკარემ მოიგერია.
- მე-40 წუთზე ბართიშვილს ჰქონდა კარგი შანსი. ჩვენი გუნდის ყველაზე პატარა წევრმა ფლანგიდან გაიკვლია გზა, თუმცა, დაარტყა (აქ ჩვენი აზრით ასაკობრივმა ეგომ გადასძლია), თუმცა შეეძლია უკეთეს პოზიციაში მყოფი გუნდელისთვის ბურთის მიცემა.
- აი ამის შემდეგ, გააძევეს გვასალია - აქ ბევრ კითხვის ნიშანი და იმედი, რომ ბარათს ჩვენი გუნდი გააპროტესტებს და მომავალ თამაშებში „გვასალა" გვეყოლება.
- მეორე ტაიმის დასაწყისში გვქონდა მორიგი კარგი შანსი, ანგარიშს გასახსნელად, თუმცა კონტრშეტევაზე წამოსულმა სტუმრებმა გაგვიტანეს, 0-1, შესაბამისად, 10 კაცით დარჩენულმა სვანაძის გუნდმა გადაწყობა ვერ მოასწრო.
- 75-ე წუთზე, ტაბატაძეს შეეძლო გათანაბრება.
- 85-ე წუთზე გაბრიელ სიგუას გადაცემით, ანგარიში ირაკლი იეღოიანმა გაათანაბრა, 1-1.
- 89-ე წუთზე, ირაკლის დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, თუმცა მისი მაკრატელა მოიგერიეს.
როგორც უკვე გითხარით, შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა და ახლა, 6 ქულით მე-4 ადგილზეა ექვს გუნდიან ჯგუფში, რომელსაც 18 ქულით საბერძნეთი ლიდერობს. 15 ქულა აქვს გერმანიას. შეგახსენებთ, რომ 9 ჯგუფიდან საუკეთესო პირველადგილოსანი გუნდები და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი პირდაპირი წესით მოიგებენ ფინალური ტურნირის საგზურს, რომელსაც 21-წლამდე ევრო 2027-ის მასპინძელი სერბეთი და ალბანეთი დაემატებიან. აი, დარჩენილი ოთხი საგზურისთვის კი, რვა მეორე ადგილოსანი ფლეი-ოფში გაარკვევენ ურთიერთობას. აქვე გეტყვით, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 3 ტურიღა რჩება. შესაბამისად, სვანაძის გუნდსაც ნალები შანსი, ზედიზედ მესამედ იასპარეზოს ახალგაზრდულ ევროზე. თუმცა, აქ არის ერთი თუმცა, რომელიც ალბათ გასათვალისწინებელია - სვანაძის გუნდი ამ შესარჩევში, ჩვენი მოკრძალებული დაკვირვებით, უფრო მომდევნო საკვალიფიკაციოსთვის ემზადება, ფეხბურთელთა უმეტესობის ასაკიდან გამომდინარე.
ფოტო: გიორგი (ზიზუ) ჯიქია





ჩვენ








