
პრაღაში მიმდინარე მსოფლო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში დღეს ასპარეზობა სპორტულ ცეკვებში დაიწყო. საქართველოს ამ დისციპლინაში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი წარმოადგენდნენ, რომლებიც 31 მონაწილეს შორის ყინულზე, 23-ე ნომრით გავიდნენ. შესაბამისად მთ შემდეგ, საასპარეზო კიდევ 9 წყვილს ჰქონდა.
ფიგურული ციგურაობის ქართველ ქომაგს მოეხსენება, რომ 2025-2026 წლის სეზონში რიტმულ ცეკვებში თემა 90-იანები იყო, შესაბამისად დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე მისულმა ქომაგმა, კიდევ ერთხელ მოისმინა ბევრისთვის საყვარელი კომპოზიციები. ქართულმა წყვილმა კარგად იასპარეზა, თუმცა, სეზონის საუკეთესო შედეგამდე ცოტა დააკლდა, ამჯერად 79.34 (44.95 /34.39) ქულა მიიღო შეფასება და საბოლოოდ, მე-10 ადგილით დაასრულა დღევანდელი ასპარეზობა. სულ კვალიფიკაცია 20-მა წყვილმა გაიარა. სხვათა შორის, დევისი და სმოლკინი დღეს აუდიტორიის წინაშე ახალი კოსტიუმებითაც წარსდგნენ.
„მართლა კარგად ვიასპარეზეთ, კარგად ვგრძნობთ თავს. ოლიმპიადის შემდეგ, რამდენიმე კვირა საკმაოდ რთული იყო. ორივე ავად ვიყავით. ჩვენთვის ცოტა რთული იყო არა ის, რომ გვეპოვა მოტივაცია, არამედ ის, თუ მიზეზი მის მოსაპოვებლად და რით გაგვეხალისებინა პროგრამა. რა თქმა უნდა ოლიმპიურმა თამაშებმა ცოტა შეარყია ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. კი, ცოტა დავაგდეთ ტემპი და დავიწყეთ მომავალ სეზონზე ფიქრი. თუმცა, პროგრამა რომ გაგვეცოცხლებინა, რაღაც ახალი ელემენტები დავამატეთ. მაგალითად, გვაქვს ახალი კოსტუმები. შორტები, რომელიც დიანას აცვია, ბევრად უფრო კომფორტულია. ჩვენთვის ყოველთვის ნათელი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მივდიოდით. ეს უმნიშვნელოვანესი შეჯიბრია", - ამბობს გლები „გოლდენ სქეითისთვის" გაკეთებულ კომენტარში და დაძენს, „კარად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, ყველაზე კარგად შესრულებული პროგრამა იყო სეზონში. კარგია, რომ ამის გაკეთება ბოლო შეჯიბრზე მოვახერხეთ. კარგია, როცა ასეთი გამოსვლა ქულებში აისახება, თუმცა, ასე ყოველთვის არ ხდება. შეჯიბრიდან შეჯიბრამდე, ყველა შედეგის გაუმჯობესებას ცდილობს, მაგრამ ყოველთვის არც ეს მუშაობს. ვფიქრობ, ამ სეზონში ჩვენი ორივე პროგრამა არის სოლიდური, განსაკუთრებით თავისუფალი პროგრამა. ალბათ, გაგვიჭირდება ვინმეს პოვნა, რომელიც იტყვის, რომ ეს ცუდი პროგრამა იყო. ასე, რომ ცალსახად კარგი არჩევანია და ვემზადებით ამ პროგრამის კიდევ ერთხელ ჩვენებას".
28 მარტს დიანა და გლები თავისუფალ პროგრამაში შეეცდებიან უფრო მაღალი პოზიციის დაკავებას. მანამდე კი, დღეს, ქალთა შორის თავისუფალ პროგრამაში ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე, მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-6 ადგილზეა.





ჩვენ








