
დღეს ლისაბონში, ხელბურთში, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელიც მესამე კალათში იყო განთესილი ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საბერძნეთის, ლიეტუვას, მონტენეგროს, რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად, წილისყრის შემდეგ მეორე ჯგუფში მოხვდა და ევროპის საგზურის მოსაპოვებლად, პირველი კალათიდან ნორვეგიის, მეორე კალათიდან ავსტრიისა და მეოთხე კალათიდან თურქეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
საბოლოოდ, წილისყრის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა 32 ქვეყანამ მიიღო, შედგა რვა ოთხგუნდიანი ჯგუფი, სადაც თამაშები სახლი-გასვლის პრინციპით ჩატარდება, საიდანაც მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას ჯგუფებში ორ-ორი საუკეთესო გააგრძელებს, კიდევ ოთხ საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილოსანთან ერთად.
ევროპის 2028 წლის ჩემპიონატი ტრადიციულად იანვარში პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში გაიმართება.
ცნობილია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 2026 წლის ნოემბერში დაიწყება და 2027 წლის მაისში დასრულდება. დეტალური კალენდარი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი შესარჩევი ციკლისთვის ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა ტიტე კალანდაძე უცხოელმა სპეციალისტმა ჩაანაცვლოს.





ჩვენ








