
სამ კვირაში თბილისი, ჯუდოში, ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე 43 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენია რეგისტრირებული. მონაწილეთა შორის ბუნებრივია, არის საქართველო, რომელიც 16-დან 19 აპრილის ჩათვლით, ჩვენს დედაქალაქში ევროპის საუკეთესო ჯუდოკებით წარსდგება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე, ქართული გუნდი ბიჭებში ტრადიციულად სრული შემადგენლობით, ყველა წონით კატეგორიაში, ხოლო გოგონებში ექვს წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი. ამას გარდა, ბიჭებშიც და გოგონებში, ქართული გუნდი, -73კგ, -90კგ / -48კგ, -57კგ, -70კგ გაორებული წონით კატეგორიით წარსდგება.
მედლები ოთხი დღის განმავლობაში გათამაშდება, ამიტომ გთავაზობთ, წონითი კატეგორიების მიხედვით ქართველ ჯუდოკათა ასპარეზობის განრიგს.
I დღე - 16 აპრილი / -60 კგ, -66 კგ; -48 კგ, -52 კგ
-60 კგ გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი
-48 კგ თამარ გიგოლაევი, ჯულიეტა როდონაია
-52 კგ ნინო თათრიშვილი
II დღე - 17 აპრილი / -73 კგ; -57 კგ, -63 კგ
-73 კგ მიხეილ ბახბახაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-63 კგ ნინო წიკლაური
III დღე - 18 აპრილი / -81 კგ, -90 კგ; -70 კგ
-81 კგ ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-70 კგ ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია
IV დღე - 19 აპრილი / -100 კგ, +100 კგ; +78 კგ
-100 კგ: ილია სულამანიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მონაწილეთა შორის დამოუკიდებელი გუნდის, და არა ნეიტრალურის სტატუსით, საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის შემდეგ, ასპარეზობის უფლება ევროპის ძიუდოს ფედერაციამაც მისცა რუსეთსა და ბელარუსს. თბილისური ტურნირების გარდა, ისინი ამ ორგანიზაციების ყველა ტურნირზე საკუთარი ქვეყნის სახელითა და დროშით ასპარეზობენ. ასე, რომ თუკი, თბილისში, 18 ჯუდოკადან (განსაკუთრებით რუსეთზეა ლაპარაკი), რომელთა შორის ერთი ეთნიკურად ქართველია, რომელიმე მოახერხებს ტიტულის მოგებას, ბუნებრივია, გამარჯვებული სპორტსმენის ქვეყნის ჰიმნიც გაჟღერდება.
და რადგან ეთნიკურ ქართველებზე ჩამოვარდა ლაპარაკი აქვე გეტყვით, რომ თუ არ ჩავთვლით გერმანიასა და აზერბაიჯანს, თბილისში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან კავშირში მყოფი ჯუდოკები იასპარეზებენ (ავსტრიის, კვიპროსის, საფრანგეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, ესპანეთის და თუკი გააკეთა განაცხადი მონაწილეობაზე, თურქეთის სახელით.
იხილეთ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალი ბმულზე, რომელიც განახლებადია.





ჩვენ








