
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე არიან. ევროპის მოქმედი ჩემპიონები, მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერს, გერმანულ (მინერვა ფაბიენე ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინს) სულ რაღაც 0.33 ქულით ჩამორჩებიან. ასე, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ბედიც დიდი ალბათობით, სწორედ თავისუფალი პროგრამის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
დღეს კი, ქართულმა წყვილმა, პროგრამა, რომელიც 2025-2026 წლების სეზონზე ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარულია სპორტის ამ სახეობის ქომაგებს შორის, უზადოდ შეასრულეს. შედეგად, ნასტიამ და ლუკამ სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს 79.45 (44.30 /35.15).
„ეს ჩვენი სეზონის საუკეთესო შედეგი იყო. წარმოუდგენელი მომენტია ჩემთვის და ჩემი მეწყვილისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გვეჯობნა საკუთარი თავისთვის და გვეჩვენებინა ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენ უნდა გვეჩვენებინა მენტალური სიძლიერე. ჩვენ ბედნიერები ვიყავით, რომ ეს შევძელით. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ფიგურული ციგურაობა საქართველოში ვითარდება და ჩვენ შეგვიძლია ეს სახეობა კიდევ უფრო წინ წავწიოთ. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ, რომ მთელი საქართველო თვალს ადევნებდა ჩვენს გამოსვლას", - ამბობს ლუკა ბერულავა.
„როდესაც პატარა გოგო ვიყავი, ჩემი ოცნება ოლიმპიური მედლის მოგება იყო და თამაშებზე პირველ ადგილზე გასვლა. ხალხი მეუბნებოდა, რომ ამის გაკეთება ძალიან რთულია და მხოლოდ ერთს, მილიონში შეუძლია ამის გაკეთება. ბედნიერი ვარ, რომ არასდროს დავნებდი. ჩემს ახალგაზრდობას ვეტყოდი - მადლობა რომ არ დანებდი, მადლობა რომ ირწმუნე. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეწყვილეს ლუკას, რადგან ის ერთადერთია, რომელსაც არ უთქვამს რომ „გიჟი ვარ" და ამის ნაცვლად მეუბნებოდა „დიახ, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ". როგორც ბავშვი ცხოვრობ სიზმარში და უნდა ირწმუნო თავის", - ამბობს ანასტასია მეტელკინა.
პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართული წყვილი ხვალ 21:15 საათიდან თავისუფალი პროგრამით წარდგება გულშემატკივრის წინ. თუმცა, მანამდე, 14:30 წუთიდან ასპარეზობას ერთეული კაცები დაიწყებენ. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნიკა ეგაძე ბოლო ჯგუფში იასპარეზებს.





ჩვენ








