28 და 30 მარტს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ყაზახეთს დაუპირისპირდება
28 და 30 მარტს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ყაზახეთს დაუპირისპირდება
25.03.2026
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 28  და 30 მარტს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ. ეს იქნება, ზურა ხიზანიშვილის პირველი გამოცდა, ახლა გუნდთან რომლის აშენებასაც ახალ ამპლუაში, „ხიზანა" შეეცდება. მის გუნდს, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მოუწევს ასპარეზობა, რომელიც წელს ახალი ფორმატით ჩატარდება. ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ. პირველი რაუნდის მატჩებს, 3-9 ივნისს საქართველო უმასპინძლებს.


თუმცა, მანამდე არის მოსამზადებელი ეტაპი და მოახლოებული თამაშები, რომლისთვისაც ხიზანიშვილმა შემდეგ ფეხბურთელებს უხმო - მეკარეები: საბა ასანიძე („ლოკომოტივი" თბილისი), დაჩი ჩოჩოშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ღონღაძე („ჩიკაგო ფაირი", აშშ); მცველები: გიორგი ლომიძე („დინამო თბილისი"), ანდრია ჭეიშვილი („იბერია" თბილისი), მათე შათირიშვილი („სამგურალი", წყალტუბო), ალექსანდრე გეწაძე („ლოკომოტივი", თბილსი), ალექსანდრ კირიკაშვილი („ჩერტანოვო", რუსეთი), ნიკოლოზ ბენდელიანი („დინამო თბილისი"), საბა მარსაგიშვილი („იბერია 1999), შოთა დიაკონიძე („დინამო თბილისი"); ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია („დინამო თბილისი"), გიორგი კობახიძე („გორი"), რიჩარდ ფილიშვილი („ბარმბეკი", გერმანია), ტიმოთი სალაღიშვილი („ჰემპტონ ენდ რიჩმონდი", ინგლისი), ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999"), ნიკოლოზ ბარიხაშვილი („ოსასუნა", ესპანეთი), ირაკლი მარუაშვილი („ჰომბურგი", გერმანია), კობა კაკაშვილი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ადუაშვილი („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: დავით დვალიშვილი („კონფლანი", საფრანგეთი), ნიკა შათირიშვილი („ვიქტორია კიოლნი", გერმანია), დანილ დუპლი („ხიმნასტიკ ტარაგონა", ესპანეთი), საბა ჩხეტიანი („სამგურალი", წყალტუბო), ნიკოლოზ სილაკაძე („დინამო თბილისი").


როგორც ხედავთ, საქართველოს ამ ასაკობრივ ნაკრებში განსხვავებით წინა ფორმაციის გუნდებისგან ბევრი ლეგიონერია. გუნდს, კი რომელიც სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" არის შეკრებილი შესათამაშებლად არც თუ დიდი დრო აქვს, თუმცა, „ხიზანას" ახალი გუნდისთვის, ალბათ, ეს გარემოებაც გამოწვევაა, რომელსაც ორ ამხანაგურ შეხვედრაში ეცდება ფეხბურთელებთან ერთად გაართვას თავი.


28 მარტს თამაში 16:00, 30-ში კი, 14:00 საათზე მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს.