
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მარტის შეკრების მეორე დღე სიონის ტაძარში მსვლელობით დაწყო. გუნდმა სრული შემადგენლობით, პატივი მიაგო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას, დაესწრო სამოქალაქო პანაშვიდს.
ამის შემდეგ, ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო გადაწყვეტილება აერჩია ეროვნული კაპიტანი. შეგახსენებთ, რომ ეს პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ დარჩა, რაც გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა განცხადება. ეროვნული ნაკრების გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი თამაშიდან ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაური ხვიჩა კვარაცხელიამ ჩაიბარა. ვიცე კაპიტნები კი, ოთარ კიტეიშვილი და ოთარ კაკაბაძე იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ კაპიტნის სამკლაურით 2025 წელს ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ ითამაშა.
ფეხბურთის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ „კაკაბას" ტრავმის გამო დიდი პერიოდი უცდება და ის, არც ამჯერად არის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, თუმცა, გუნდის გრძელ სიაში, ბუნებრივია ის მოიაზრება.
საკმაოდ გადატვირთული სანაკრებო დღე კი, მიხელ მესხი 2-ზე გამართული ვარჯიშით დასრულდა, რომელშიც 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 26 მარტს გაიმართება. თამაში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი დროუთ 21:00 საათზე დაიწყება





ჩვენ








