რამაზ სვანაძის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო
რამაზ სვანაძის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო
24.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებმა 22 მარტს წყალტუბოში შეკრება დაიწყო. დღეს კი, რამაზ სვანაძის გუნდმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ჯგუფური შეხვედრებისთვის პირველადაც ივარჯიშა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 27 მარტს ლატვიის, 31 მარტს კი, მალტას წინააღმდეგ ითამაშებს. ორივე შეხვედრა საქართველოში, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება.  


რამაზ სვანაძის გუნდში ცვლილებაა - ტყიბულის „მეშახტეს" შემტევმა დიმიტრი ღურწკაიამ, გუნდის ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და შესაბამისად, 21-წლამდებს გამოაკლდა. რამაზ სვანაძემ საწვრთნელ შეკრებაზე ლუკა წულუკიძე და წყალტუბო სამგურალის საყრდენი - ცოტნე ბერელიძე შემოუერთდნენ.


მნიშვნელოვანი თამაშების წინ რამაზ სვანაძის გუნდი ასე გამოიყურება - მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), რევაზ კურტანიძე („იბერია 1999"); მცველები: გიორგი გვასალია („დინამო თბილისი"), ლუკა ლაცაბიძე („ვაილე", დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), დავით ბუკია („ტორპედო" ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე („ვაილე", დანია), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"); ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999"), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე („დინამო" ბათუმი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო", ქუთაისი), საბა გეგიაძე („სპაერი"), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი", შვეიცარია), გია ნადარეიშვილი („ტრენჩინი", სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი („იბერია 1999"), ცოტნე ბერელიძე („სამგურალი", წყალტუბო), ლუკა წულუკიძე („დინამო" ბათუმი); თავდასხმელები: დიეგო დეისაძე („ტორპედო", ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი", ინგლისი), ლუკა პარკაძე („აუსტრია ზალცბურგი", ავსტრია).