
ვიდრე საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები შეიკრიბებიან, ვიდრე ჩვენი ლეგიონის ერთი ნაწილი დღეს დილიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მივიდა, მეორე ნაწილი კი, წყალტუბოში, ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე მიეშურებოდა, რომელიც დღეიდან შეიკრიბა მარტში დაგეგმილი ორი თამაშისთვის, ქართული ლეგიონის კიდევ ერთმა ნაწილმა, საქართველოში გამომგზავრებამდე მორიგ საკლუბო მატჩებში მიიღო მონაწილეობა.
იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე" გასვლით შეხვედრაში „სუდტიროლი" 1-3 დაამარცხა. ქართველა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, მეორე ტაიმში ის შეცვალეს. 32 ტურის შემდეგ, „ფროზინონე" 65 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ, გოლების შეფარდების მაჩვენებლით უსწრებს ანალოგიური ქულების მქონე „მონცას".
შვეიცარიის სუპერ ლიგაში „ლუცერნმა" დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა გაბრიელ სიგუას „ლოზანა". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა, ამასთან საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა, თუმცა, ეს მის გუნდს ვერ დაეხმარა. 31 ტურის შემდეგ, „ლოზანას" 36 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. თუმცა, დღევანდელი წაგების გამო, ქართველის გუნდმა, სწორედ „ლუცერნს" გაუცვალა ადგილი.
პორტუგალიის ლიგაში, ნოდარ ლომინაძის „ეშტორილი" საშინაო შეხვედრაში 1 -2 დამარცხდა „რიუ ავესთან". ქართველი, 27-ე ტურის განაცხადში იყო, თუმცა სათამაშოდ არ შესულა. მისი გუნდი, ამ ტურის შემდეგ, 37 ქულით მე-7 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი მარცხი განიცადა მეცმა. სამი გიორგის გუნდმა, ამჯერად გასვლითი შეხვედრა ფრედ, 0-0 ითამაშა „რენისთან". ფრანგული კლუბის სამი ქართველიდან (გიორგი წიტაიშვილი, გიგი აბუაშვილი, გიორგი ქვილითაია), მატჩის განაცხადში იყოს სამივე, თუმცა, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში და ზოგადად, თამაშში მონაწილეობა, მხოლოდ „წიტან" მიიღო. ქართველი 85-ე წუთზე შეცვალეს. ამის შემდეგ, მალევე მასპინძლებმა გოლი გაიტანეს თუმცა, საქმეში VAR-ი ჩაერთო და გოლი არ ჩათვალა. დღევანდელ ტურში აღებული ქულია მიუხედავად, „მეცი" ბოლო ადგილზეა.
ლუკა გუგეშაშვილის გარჯის მიუხედავად, საბერძნეთის სუპერ ლიგის 26-ე ტურში, გასვლით მატჩში, „ატრომიტოსი" „ლევადიაკოსთან" 1-0 დამარცხდა. ქართველის გუნდი 29 ქულით მე-9 ადგილზეა, არის გასავარდნ ჯგუფში, თუმცა, უეფა-ს კონფერენს ლიგაზე მოსახვედრ ჯგუფამდეც მხოლოდ ქულა აშორებს.
ეროვნული ნაკრების შეკრებამდე, რომელიც ხვალიდან, 23 მარტიდან დაიწყება, საფეხბურთო საზოგადოება ბევრს ლაპარაკობს ეროვნული ნაკრებიდან გურამ კაშიას წასვლის შესახებ, თუმცა, ამ ფაქტზე სფფ-ის წარმომადგენლები არ ლაპარაკობენ და უფრო მეტიც, საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებს ალბათ, თავად „კაშო" უპასუხებს. თუმცა, მანამდე, ქართველმა სლოვაკეთის ჩემპიონშოპის ჯგუფში მორიგი შეხვედრა გამართა. „სლოვანი" - „პოდბრეზოვას" დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა. ქართველმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე 79-ე წუთზე ვლადიმირ ვაისი უმცროსი შეცვალა. „კაშოს" გუნდი საჩემპიონო რბოლას 52 ქულით ლიდერობს.





ჩვენ








