
დღეს თბილისში ტრადიციული და ქვეყანაში პოპულარული ჯუდოს ტურნირი თბილისის გრან სლემი დასრულდა. დასრულდა ქართული ჰიმნით, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, არც ამ ფინალურ „აკორდს" და არც მთლიანად ტურნირს არ ჰქონდა ის ხასიათი, რომელიც ძირითადად IJF-ის მსოფლიო ტურის თბილისურ „გაჩერებას" ახასიათებს - განწყობა, ხმაური, ემოცია. არა, ალაგ-ალაგ ეს ემოციაც ამოხეთქავდა ხოლმე, თუმცა, წელს, ყველაფერი მოკრძალებული იყო. ქართული გუნდიდან, რომელმაც საერთო ჯამში 2 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიგო, პირველი ოქროსთვის თბილისურ ტატამზე ლუკა მაისურაძე იმ დროს გამოვიდა და მოიგო, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საუკუნო განსასვენებელში ასვენებდნენ.
-90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, სადაც 28 წლის ლუკა მაისურაძე სერბ ნემანია მაიდოვს დაუპირისპირდა, ქართველმა იბრძოლა და დამსახურებულად, მძიმე შეხვედრაში, დამატებით დროში იუკოთი მოუგო. დღეს კი, მაისურაძემ მეორე წრიდან დაიწყო, ბადიდან გასასვლელად ლიეტუველ, სერბ და ბელგიელ ჯუდოკებს მოიგო, 1/2 ფინალში კი, უზბეკი ნურბეკ მურტოზოევი დაამარცხა და ფინალში გავიდა. საბოლოოდ კი, ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის ქართული ფინალის შედგა - აკაკი ჯაფარიძემ, რომელმაც 1/2 ფინალი სწორედ ნემანია მაიდოვთან წააგო ლუკა ჯავახიშვილს შეხვდა, რომელმაც თავის მხრივ, რეპეშაჟიდან განაგრძო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა. საბოლოოდ, შეხვედრის დასრულებამდე, ერთი წუთით ადრე აღებული ვაზარი, ჯავახიშვილისთვის გამარჯვების მომტანი გახდა. 20 წლის ქართველმა ჯერ მხოლოდ ბრინჯაოსი, თუმცა, გრან სლემების სერიიდან პირველი მედალი მოიგო.
ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა -100 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილსაც, თუმცა, ქართველი დომენიკელ რობერტ ფლორენტინოსთან იპონით დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი მოვიგეთ +100 კგ წონით კატეგორიაში. საბა ინანეიშვილმა, რომელმაც პირველი წრიდან დაიწყო და 1/2 ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში წააგო, ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან გააგრძელა ბრძოლა. იქ ქართველმა, კვიპროსელი გიანის ანტონიუსი დაამარცხა და ბრინჯაოს ფინალში გავიდა, სადაც რუსი არტიომ ზოლოტუხინი ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა. თუმცა, ბრძოლის დასრულების შემდეგ, ტკივილმა შეაწუხა და ჩვენი ინფორმაციით ტურნირის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებსაც მიაშურა, სადაც ქართველ ჯუდოკას კვლევა ჩაუტარდება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საბას თავს სერიოზული არაფერია და ის, უახლოესი სტარტებისთვის მზად იქნება.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ამავე წონაში ოქროს მედალი ირაკლი დემეტრაშვილმა მოიგო, რომელმაც ოქროს მედლისკენ გზა მეორე წრიდან დაიწყო, ფინალში კი, გერმანელი კონე იპონით დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
გეტყვით, რომ დღეს, კაცებში სამ წონოთ კატეგორიაში 12 ქართველი ჯუდოკა ასპარეზობდა.
და ბოლოს, დღევანდელი დღის ფინალური ბლოკის დაწყებამდე ქართული ძიუდოს ოფიციალურმა ფან კლუბმა საუკეთესო იპონისთვის საპატიო დიპლომებით ლუკა მაისურაძე და ნიკა ხარაზიშვილი დააჯილდოვეს.






ჩვენ
















