მეორე ბრინჯაო თბილისურ გრან სლემზე
მეორე ბრინჯაო თბილისურ გრან სლემზე
21.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გიორგი ლოლაძე, თბილისის გრან სლემის ბრიჯნაოს პრიზიორია.


-73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის ქართველმა პირველი წრიდან დაიწყო და რომ არა 1/2 ფინალში განცდილი მარცხი, ალბათ, ტურნირის მოსაგებადაც გაიწევდა. მითუმეტეს, რომ ქართველმა ბადიდან გასასვლელად ოლიმპიური ჩემპიონი ჰიდაიათ ჰეიდაროვ დაამარცხა, თანაც, დღის ალბათ, ერთ-ერ საუკეთესო იპონით. უშუალოდ ბრინჯაოს მედლისთვის კი, ლოლაძე თურქ მუჰამედ დემირელს შეხვდა და იპონით დაამარცხა.


ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა -81 კგ წონით  მოასპარეზე დიმიტრი გოჩილაიძეს. თუმცა,  ბრინჯაოს ფინალში ჩვენებური  ბელგიელ მატეას კასესთან დამარცხდა და მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.



მართალია თურქეთის დროშის ქვეშ, მაგრამ თბილისის გრან სლემის უმაღლეს საფეხურზე ერთი ქართველი ვედათ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი) იდგა. 1/2 ფინალში სწორედ მან დაამარცხა გოჩილაიძე, ფინალში კი, უკრაინელ მიჰაილო სვიდრაკს მოუგო და თბილისის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.



შეგახსენებთ, რომ დღეს „თბილისი არენაზე" თბილისის გრან სლემის მეორე საასპარეზო დღე იყო. მედლები 4 წონით კატეგორიაში თამაშდებოდა, ქართული გუნდიდან კი, მათთვის 16 ქართველი ჯუდოკა იბრძოდა.


-73 კგ გიორგი ჩიხელიძე, ბაგრატი ნინიაშვილი, გიორგი ლოლაძე, გიორგი ტერაშვილი

-81 კგ ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე, კოტე კაპანაძე, ირაკლი ბეროშვილი

-63 კგ ნინო წიკლაური, მაია ბიძინაშვილი, თამარი მახარაშვილი, მარიამ ნათელაური

-70 კგ ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია, ლიზა ქვარცხავა, ქეთევან ბერიძე


ხვალ მედლები ბოლო, ხუთ წონაში გათამაშდება.


აქვე გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისი 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს ჯუდოში, დღეს, „თბილისი არენაზე" გამოცხადდა, რომ IJF-მა თბილისის გრან სლემს კიდევ ოთხი წლით, ოფიციალურად გაუხანგრძლივა არსებობა.