
ორ დღეში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, მარტში დაგეგმილი ორი ამხანაგური შეხვედრის გასამართად თბილისში შეიკრიბება. თემას ბუნებრივია ორშაბათს დავუბრუნდებით, მით უმეტეს, რომ დილა, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვილი სანიოლისთან გამართული პრეს-კონფერენციით დაიწყება. მანამდე კი, ქართული ლეგიონის პარასკევისა და -შაბათის ამბებს გადავავლოთ თვალი
ლა ლიგა 1-ში გატანილი გოლი გიორგი მიქაუტაძემ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ხსოვნას მიუძღვნა. გოლთან (15') ერთად ქართველმა, 29-ე ტურში, საშინაო შეხვედრაში „რეალ სოსიედადის" საგოლე გადაცემაც (23') მიითვალა. „ვილიარეალმა" კი, 3-1 მოიგო. ქართველი ამ მატჩში საუკეთესო მოთამაშე იყო. მისი გუნდი კი, ამ მომენტში 58 ქულით მესამე ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დღეს ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა. ქართველმა მე-2 წუთზე გატანილი გოლი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ხსოვნას მიუძღვნა. თუმცა, ეს „ლოჩოს" ერთადერთი გოლი აღ აღმოჩნდა. ქართველმა მცველმა 83-ე წუთზეც გაიტანა და შესაბამისად დუბლი შეასრულა. მისმა გუნდმა კი, რომელმაც 3-0 დაამარცხა „კაიზერსლაუტერნი" 36 ქულით მე-9 ადგილზეა.
საგოლე გადაცემა (18')და გოლი (63')- ზურიკო დავითაშვილი სანაკრებო შესვენებაზე კარგ ტონუსში ბრუნდება. ისევე როგორც თანაგუნდელებმა ზურიკომ ეს გოლი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ხსოვნას მიუძღვნა. მისმა გუნდმა კი, ფრანგული ლიგა 2-ის 28-ე ტურში საშინაო შეხვერდა 4-0 მოიგო „ანესს" და სატურნირო ცხრილში 53 ქულით, მეორე ადგილზეა.
საფრანგეთი ლიგა 1-ში კი, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ 27-ე ტურის გასვლითი შეხვედრა პენალტით გახსნა და პირველი ტაიმიც მხოლოდ 0-1 მოიგო, მეორე ტაიმში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასპინძელი „ნიცა" 10 ფეხბურთელით დარჩა მოედანზე, გაილაღა და 0-4 მოიგო. გოლი გაიტანა „კვარამაც" თუმცა, მსაჯებმა თამაშგარე დააფიქსირეს. 26 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 60 ქულა აქვს, ერთი თამაში თადარიგში და ამჟამად პირველ ადგილზეა. „კვარამ" სტაბილურად ითამაშა და ის 76 წუთზე შეცვალეს.
ალისონმა „დასვენება" გადაწყვიტა, შესაბამისად, კარში გიორგი მამარდაშვილი დადგა, რაც გიორგიზე მეტად, ალბათ, სრულიად საქართველოს გვიხარია. აქვე ვიტყვით, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, კვარაცხელიას პსჟ-თან სწორედ „მამარდა" დაიცავს „მერსისაიდელთა" კარს. მანამდე კი, „ლივერპულმა" პრემიერ ლიგის 31-ე ტურის გასვლითი შეხვედრა წააგო „ბრაიტონთან" 2-1. მიუხედავად მარცხისა, ქართველი ლივერპულელთა შორის საუკეთესო იყო სობოსლაისთან ერთად. ამ ტურის შემდეგ, „ლივერპული" 49 ქულით მე-5 ადგილზეა.
ინგლისის ჩემპიონშიპის 39-ე ტურში, გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდმა" „ლესტერთან" 0-0 ითამაშა. „ჩაკვემ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სტაბილური მატჩი ჩაატარა. ის 66-ე წუთზე შეცვალეს, აი, გოგლიჩიძე კი შემადგენლობაში არ იყო. ქართველების გუნდს, 56 ქულა აქვს და ცხრილის მე-6 საფეხურზეა.
გერმანიის ბუნდესლიგაში დორტმუნდის „ბორუსიამ" 3-2 „ჰამბურგი" საშინაო შეხვედრაში დაამარცხა. გიორგი გოჩოლეიშვილი შემადგენლობაში იყო, თუმცა, ქართველს არ უთამაშია. 27 ტურის შემდეგ, „ჰამბურგს" 30 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. ამდენივე ტურის შემდეგ, 15 ქულით ბოლო ადგილზეა ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი", ფრედ 3-3 ითამაშა „ლევერკუზენთან". ქართველმა სასტარტოდან დაიწყო და სრული შეხვედრა ითამაშა.
ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფში 24-ე ტური გაიმართა. ქართველების გრაცის „შტურმმა", კაცნაკლულ „ზალცბურგთან" 1-1 ითამაშა. მართალია სტუმრებს კაცი მსაჯის მიერ მატჩისთვის კომპენსირებულ ბოლო წუთზე გაუგდეს, თუმცა, მანამდე შეხვედრა გიზი მამაგეიშვილის ყვითელით და მეორე ტაიმის საწყის წუთებში კი, ოთარ კიტეიშვილის ყვითელი ბარათებით დაგვამახსოვრდა. „კიტემ" სრული მატჩი ჩაატარა, გიზი, 70-ე წუთზე შეცვალეს. ამ ტურის შემდეგ, ქართველის გუნდი 23 ქულით ჩემპიონშიპში ლიდერობს.
ბულგარეთის ჩემპიონატში მორიგი სტაბილური მატჩი ჩაატარა ლაშა დვალმა. მისმა „ცსკა 1948"-მა, რომელმაც 27 ტურის შემდეგ 53 ქულით მესამე ადგილზეა, სოფიის „ლოკომოტივი" 3-2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში პირველ ტაიმში ოთხო გოლი გავიდა და ფრედ, 2-2 დასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა მე-8 წუთზე გახსნეს. 22-ე წუთზე კი, გრივიჩმა ლაშა დვალის გადაცემის შემდეგ გაიტანა მეორე გოლი.
ნიდერლანდებში, ერედივიზიონის 28-ე ტურის შეხვედრაში ირაკლია იეღოიანის „ექსელსიორმა" ფრე, 1-1 ითამაშა გასვლაზე „ჰერაკლესთან". ირაკლის სრული და სტაბილური შეხვედრა ჩაატარა, მისი გუნდი კი, 27 ქულით მე-15 ადგილზეა.
ხორვატიის ჩემპიონატში 26-ე ტურში, საშინაო შეხვედრა 0-2 წააგო თორნიკე მორჩილაძის „რიეკამ" „ისტრა 1961"-თან. ქართველი მეორე ტაიმში შევიდა სათამაშოდ, თუმცა, ამ მატჩის „სასტარტო შხაპით" გამოწვეული ორბურთიანი (2' და 9') უპირატესობა ვერ შეცვალა და ქულები დაკარგა. „რიეკა" 38 ქულით, სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა.
ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატიამ" გასვლითი შეხვედრა 0-1 მოიგო და ეს, იმისდა მიუხედავად გააკეთა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ კაცი გაუძევეს და 10 ფეხბურთელით ითამაშა მთელი მეორე ტაიმი. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი კი, ჩემპიონშიპის ჯგუფში მეორე ადგილზეა 33 ქულით.
ხვალ, 22 მარტს დაგეგმილი მატჩები:
18:00 იტალიის სერია B / „სუდტიროლი" - „ფროზინონე" / გიორგი კვერნაძე
19:30 შვეიცარიის სუპერ ლიგა / „ლუცერნი" - „ლოზანა" / გაბრიელ სიგუა
19:30 პორტუგალიის ლიგა / „ეშტორილი" - „რიუ ავე" / ნოდარი ლომინაძე
20:15 საფრანგეთის ლიგა 1 / „რენი" - „მეცი" / გიორგი წიტაიშვილი, გიგი აბუაშვილი, გიორგი ქვილითაია
21:00 საბერძნეთის სუპერ ლიგა / „ლევადიაკოსი" - „ატრომიტოსი" / ლუკა გუგეშაშვილი
21:00 სლოვაკეთის ჩემპიონშოპის ჯგუფი - „სლოვანი" - „პოდბრეზოვა" / გურამ კაშია





ჩვენ








