მოვიგეთ, მაგრამ ერთი ბურთი დაგკვაკლდა
მოვიგეთ, მაგრამ ერთი ბურთი დაგკვაკლდა
21.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მიუხედავად იმისა, რომ ტიტე კალანდაძის გუნდმა დღეს ორ-რაუნდიანი დაპირისპირების მეორე თამაში მოიგო 28-30, ორი შეხვედრის ჯამში, ქართულ გუნდს, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი ბურთი დააკლდა.


პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც ანგარიში ისრაელის ნაკრებმა გახსნა, თუმცა, ხაზეინ რუსტამოვის გოლით მალევე გავათანაბრეთ, ნიკა კალანდაძემ კი, წინ გაგვიყვანა. ერთ მომენტში ბურთების სხვაობამ 4 მიაღწია საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, თუმცა, ტაიმის მიწურულს ისრაელმა მოახერხა გათანაბრება და ტაიმი ერთი ბურთით 13-12 მოგვიგო.


მეორე ტაიმში ჩვენი გუდი ისევ ერთბურთიანი სხვაობით მდევრის როლში იყო, თუმცა, შეხვედრის 43-ე წუთზე, მირიან გავაშელიშვილის გოლით ჩვენმა გუნდმა გათანაბრება მოახერხა 22-22, ერთ წუთში კი, ირაკლი კბილაშვილის გოლით დავწინაურდით. 55-ე წუთზე ოთხი ბურთით ვიგებდით24-28. შეხვედრის დასრულებამდე, ალბათ ეს ანგარიში რომ შეგვენარჩუნებინა, ჩვენ უკვე ესპანეთთან თამაშზე ვიფიქრებდით, თუმცა, ასე არ მოხდა. დარჩენილ დროში ჩვენ მხოლოდ, ორჯერ გავიტანეთ, ისრაელმა კი ოთხჯერ. ჩვენ კი მოვიგეთ ეს შეხვედრა, 28-30 (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი) თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში, 60-59 (პირველი თამაში) დავმარცხდით და გათამაშებას გამოვეთიშეთ.


ქართული გუნდიდან დღეს ტრადიციულად ყველაზე მეტი გოლო გიორგი ცხოვრებაძემ (8) გაიტანა. დანარჩენი გოლები ასე გადანაწილდა - ნიკოლოზ კალანდაძე (7), ირაკლის კბილაშვილი (5), გიორგი ლაპიაშვილი (4), მირიან გავაშელიშვილი (3), ხაზეინ რუსტამოვი (2), ლევან იმედაძე (1).


რაც შეეხება ისრაელის ნაკრებს, ის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, ორ-რაუნდიანი დაპირისპირება ესპანეთთან მოუწევს.



ფოტო: ხელბურთის ფედერაცია