
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 22 მარტს, საღამოდან წყალტუბოში, ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის შეიკრიბება. რამაზ სვანაძის გუნდი 27 მარტს ლატვიის, 31 მარტს კი, მალტის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნული მატჩებისთვის რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის სამი დებიუტანტია - ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილი და ნიკოლოზ ჩიქოვანი.
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), რევაზ კურტანიძე („იბერია1999"); მცველები: გიორგი გვასალია („დინამო თბილისი"), ლუკა ლაცაბიძე („ვაილე", დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), დავით ბუკია („ტორპედო" ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე („ვაილე", დანია), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"); ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999"), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე („დინამო", ბათუმი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო", ქუთაისი), საბა გეგიაძე („სპაერი", თბილისი), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი", შვეიცარია), გია ნადარეიშვილი („ტრენჩინი", სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი („იბერია 1999"); თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტორპედო", ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი", ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია („მეშახტე", ტყიბული), ლუკა პარკაძე („აუსტრია", ზალცბურგი, ავსტრია).
ახალგაზრდულ ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაიწყო ვარჯიში და ამხანაგურ დაპირისპირებებში სათამაშო დროც მიეცა, სვანაძის გუნდს, „ნიუკასლის" ფორვარდი ვახტანგ სალია ვერ დაეხმარება. ტრავმის გამო განაცხადს მიღმა დარჩა დავით გოცირიძე, რომელიც ამჟამად, გორის „დილას" რიგებში ირიცხება.
აქვე გეტყვით რომ, აღნიშნულ საკვალიფიკაციო ციკლში, საქართველოს ნაკრებს 5 მატჩი აქვს გამართული საიდანაც ერთ აქვს მოგებული, ორი ფრედ დასრულებულ და ორიც წაგებული. შესაბამისად, სვანაძის გუნდს, 5 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით მე-4 ადგილზეა.





ჩვენ








