
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა წლის პირველი სპარინგებისთვის ცნობილია. ვილი სანიოლი ისრაელისა და ლიეტუვას წინააღმდეგ მატჩებში საქართველოს უძლიერეს შემადგენლობას უხმო, რომელთა შორის ერთი, 23 წლის გიზი მამაგეიშვილი დებიუტანტია. მას გარდა, 23 მარტიდან თბილისში ჩვენი ქვეყნის ნაკრები 24 ფეხბურთელის შემადგენლობით შეიკრიბება.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („ატრომიტოსი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი); მცველები: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი", გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უოტფორდი", ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი („ბეითარი", ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი", გერმანია), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი („უნივერსიტატია კრაიოვა", რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო", ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი", საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი გულიაშვილი („რასინგი", ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი).
ბუნებრივია 2025 წლის ნოემბერში ნაკრების შემადგენლობაში არის გარკვეული ცვლილებები, თუმცა, აღნიშნული გარემოება, მაგალითად, გიორგი ქოჩორაშვილი არ ყოფნა, ამ ფეხბურთელის ტრავმით არის გამოწვეული.
ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრეს-კონფერენცია უკვე წლებია, შემადგენლობის გამოცხადების მომდევნო დღეს იმართება, თუმცა ჩვენი გვერდის და ზოგადად ფეხბურთის მოყვარულმა იციან, რომ საქართველოში გლოვის დღესთან დაკავშირებით 23 მარტამდე ფედერაციამ მისი ეგიდით დაგეგმილი ყველა აქტივობა შეაჩერა, მათ შორის საფეხბურთო ჩემპიონატები (კაცთა, ქალთა, ასაკობრივი). შესაბამისად, ვილის სანიოლის გადაწყვეტილებების შესახებ თუ რატომ შეაჩერა კონკრეტული თამაშებზე ზემოთხსენებული ფეხბურთელების ყურადღება 23 მარტს დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე შევიტყობთ.
23 მარტს დაიწყებს შეკრებას და მოახლოებული თამაშებისთვის საწვრთნელ პროცესს დაიწყებს ეროვნული ნაკრებიც, რომელიც 26 მარტს თბილისში, მიხეილ მესხზე ისრაელის ნაკრებს, ხოლო, 29 მარტს გასვლაზე კაუნასში ლიეტუვას დაუპირისპირდება.
აქვე გეტყვით, რომ უახლოეს ხანში ცნობილი გახდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელსაც 27 და 30 მარტს ქუთაისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის უმნიშვნელოვანესი მატჩების გამართვა მოუწევს და როგორც ვილის დასახელებული შემადგენლობიდან ჩანს, სამწვრთნელო შტაბში არის შეთანხმება, რიგი ფეხბურთელების პრიორიტეტით გადანაწილების შესახებ.






ჩვენ








