დღის ბოლოს სფფ განცხადებას ავრცელებს

18.03.2026
ავტორი: TSFF.Ge
საქართველოში გლოვის დღეების მანძილზე ფედერაციის მიერ დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა გადადებულია, ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ დღის ბოლოს ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, საფეხბურთო კლუბებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღეებთან დაკავშირებით, 23 მარტამდე დაგეგმილი ყველა საფეხბურთო ღონისძიება დროებით შეჩერებულია.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სფფ-ის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატებში ამ პერიოდში დაგეგმილი ყველა მატჩი გადაიდო. მათი ჩატარების განახლებული თარიღები მოგვიანებით გამოცხადდება.
საფეხბურთო ოჯახის სახელით, კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სრულიად საქართველოს".





ჩვენ








