საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
18.03.2026
ავტორი: TSFF.Ge

თელავში, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის ფლეი-ოფის მატჩებისთვის საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები  თელავში, უკვე სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ისრაელთან დაგეგმილი მატჩებისთვის ემზადება. თავდაპირველად ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი თელავში, საპასუხო კი, თელ-ავივში უნდა გამართულიყო, თუმცა, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო, ორი შეხვედრა საქართველოში ჩატარდება.


ტიტე კალანდაძემ, აღნიშნული მატჩებისთვის 17 ხელბურთელს უხმო, მათ შორის არიან:ზურაბ ცინცაძე (#12), დავით ნიქაბაძე (#87), გიორგი ლაპიაშვილი (#3), ვახტანგ ხელისუფალი (#5), ხაზეინ რუსტამოვი (#7), გიორგი არეშიძე (#9), ირაკლი კბილაშვილი (#10), გიორგი ცხოვრებაძე (#11), ნიკოლოზ ბიბლაია (#26), ნიკოლოზ კალანდაძე (#27), დავით გრიშიკაშვილი (#28), ლუკა ლანჩავა (#33), მირიან გავაშელიშვილი (#34), ლევან იმნაძე (#35), საბა ბუიგლიშვილი (#52), ნიკოლოზ მამულაშვილი (#55), გიორგი დიხამინჯია (#71).


ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ცნობით, მარტის თამაშებში გუნდს ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული თემო ორჯონიკიძე, ეკე არსენაშვილი და ზურაბ გოგავა.


აღნიშნული ცნობა ფედერაციის გვერდმა დღეს გამოაქვეყნა, ოფიციალურ სამძიმართან ერთად: „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის გარდაცვალების გამო!


ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს!"- ნათქვამია განცხადებაში.


აქვე გეტყვით, რომ საერთაშორისო მატჩები, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტარდება გლოვის დღეების მიუხედავად, მაინც გაიმართება.