
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიტანა, ისევ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, თუმცა, ქართველმა ფეხბურთელმა დღეს, ისე ვერ აღნიშნა წარმატება, როგორც მას სჩვევია. მატჩის დაწყებამდე, ორი საათით ადრე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა და რთული წარმოსადგენია ეს არ სცოდნოდა ფეხბურთელს, რომელიც ყველა წარმატებისას უფალს მადლობას უთვლიდა. დღეს, საფეხბურთო რეპორტაჟებს, არც ერთ ქართულ არხზე კომენტატორი არ ჰყოლია.
„არც მინდოდა მუხლებზე გასრიალება, მაგრამ ისე ვიყავი თამაშში ჩართული და იმდენად ემოციური იყო... ამის გამო ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდი, რადგან ემოცია ვერ გავაკონტროლე, მერე გამახსენდა უკვე რაც ხდებოდა და ძალიან ვინერვიულე ამ ყველაფერზე. ძალიან მიჭირს ამ ყველაფერზე საუბარი. ჩვენი სულიერი მამა იყო...", - ასეთ კომენტარს აკეთებს ხვიჩა კვარაცხელია მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენს კოლეგებთან.
![]() |
![]() |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-6 წუთზე გაიტანა. ზოგადად მისი გუნდი შეეცადა, ერთი დღით ადრე, მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ლუის ენრიკეს მიერ გამოცხადებული გეგმა სისრულეში მოეყვანა - ყოფილიყო ფოკუსირებული, უფრო მეტი გაეკონტროლებინა ბურთი და მთლიანად თამაში, რაც ჩვენი აზრით მშვენივრად მოახერხა. პსჟ-მ თავიდანვე აჩვენა მეტოქეს, რომ ფრანგული კლუბი, პირველი რაუნდის „მეორე ტაიმს" თამაშობდა. რეალურად, მე-15 წუთზე, ბარკოლას გატანილი გოლის შემდეგ, უკვე ნათელი იყო, რომ მასპინძლების ნერვების თამაში იწყებოდა. ესპანელის გაწვრთნილი ფრანგული კლუბი კი, ინგლისელებს, სადაც ტოპ დონის გუნდები თამაშობენ, რომელთა წინააღმდეგაც ენრიკეს აზრით, ყოველთვის სასიამოვნოა თამაში, ჩვენება რომ მათაც შეუძლიათ, თანაც მოგებაც, მოედანზე ომობდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - ყველა მონაკვეთზე, ყველა ბურთზე. ის კი არა, მატვეი საფონოვმაც კი, რომელსაც ბოლო თამაშებში (მათ შორის ლიგა 1-ში) ჰქონდა თამაშები ამ შეხვედრაში იფრინა და უბრალოდ, მიანიშნა ყველას, რომ ამ მატჩში გოლის გაშვებას არ აპირებდა. „შარშან ისე მოხდა რომ ყველა ინგლისურ კლუბს ვაჯობეთ, წელსაც დაახლოებით ასე დაწყო და ვეცდებით ამჯერადაც გავიმარჯვოთო", აღნიშნა მატჩს წინა პრეს-კონფერენციაზე ლიუის ენრიკემ და მისმა გუნდმა დღეს ეს საქმეში მოიყვანა.
„თავს კარგად ვგრძნობ. მართლა ბედნიერი ვარ, რომ „ჩელსის" მოვუგეთ. ეს არ იყო მარტივი, რადგან საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ. დღეს რთული თამაში იყო, მაგრამ დღეს ჩვენი ღამეც იყო. ვითამაშეთ ჩვენი თამაში და რაც მთავარია, ყველა ყველაფერი ჩავდეთ ამაში. ამის გამო ბედნიერები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ პირველი გოლი ძალიან მალე გავიტანეთ. ამის შემდეგ, უბრალოდ ჩვენი თამაში ვითამაშეთ. ალბათ გაჭირდებოდა თუ პირველი გავუშვებდით, რადგან მერე სხვა თამაში წავიდოდა. ყოველი თამაშის შემდეგ ვცდილობთ დავიბრუნოთ დამაჯერებლობა. დიდი სამუშაო გავაკეთეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან წინ ბევრი მატჩია", - განუცხადა „კვარამ" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წარმომადგენლებს, ფლეშ-ინტერვიუს დროს.

სტემფორდ ბრიჯზე გატანილი გოლი, ხვიჩასთვის მე-12 იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩებში. დღეს კი, „ჩელსის" კარში, მესამე გოლი შეცვლაზე შემოსულმა სენი მაიულუმ გაიტანა 62-ე წუთზე და ამ შეხვედრაში სხვაობა 3 გოლამდე, ორის ჯამში კი, 6 გოლამდე გაზარდა. ამ მომენტიდან მალევე, ბრიტანელმა ქომაგმა, რომლებიც ცნობილი არიან „ბოლო წვეთამდე" ბრძოლისუნარიანობით, ტრიბუნებიდან გასვლა დაიწყო. „დიდი პატივი, ისეთ გარემოში როგორც ხვალ იქება პსჟ-მ ტიტულის დასაცავად გააგრძელოს მსვლელობა. მოტივაციაა, რომ ამ მხრივ მისი გუნდი ყურადღების ცენტრშია"-ო, ესეც ესპანელმა თქვა მატჩის წინა დღეს, რომელიც დღეს მატჩის მიწურულს, მსაჯის სასტვენამდე, „მარსელიეზას" ალბათ, სიამოვნებით უსმენდა.
აქვე გეტყვით, საკვალიფიკაციო თამაშების ჩათვლით უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა ყველაზე მეტჯერ სწორედ პსჟ-ს მაისურით გაიტანეს, 10 გოლი (2025/2026 წლების სეზონში). 9 კოლო აქვს გატანილი „კაიზერსლაუტერნტს" (1998/99) და 8 გოლი „დეპორტივო ლა კორუნიას" (2000/01).
გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა და „ლივერპული"-„გალათასარაის" წყვილში გამარჯვებულს ელოდება ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ, რომელმაც დღეს „ჩელსი" გასვლით შეხვედრაშიც დაამარცხა, ამჯერად 0-3, ორი შეხვედრის ჯამში კი, 2-8. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი - დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე, ფაბრიციო რომანომ, ჩვენმა კოლეგამ, რომელიც რეალურად „ნოსტრადამუსულად" აანონსებს ხოლმე მოვლენებს საკუთარ სოციალურ ქსელში მოკლე შეტყობინება დატოვა მინიშნებით „BREAKING" - ხვიჩა კვარაცხელია „არსენალის" ინტერესის არეალშია, თუმცა, პსჟ-სთვის ქართველი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და დიდი არა, ყოველგვარ მოლაპარაკებასო. ისე, ინგლისელები ლუის ენრიკეს პერსონითაც არიან დაინტერესებულნი და მატჩის წინ, მასაც ჰკითხეს ხომ არ იხილავდნენ რომელიმე ინგლისურ კლუბში, რაზე პასუხსაც ესპანელმა დელიკატურად აარიდა თავი.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი ქოჩორაშვილის გარეშე, რომელიც დიდი ალბათობით, ვერც მარტის თამაშებში დაეხმარება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, პორტუგალიურმა „სპორტინგმა", ნორვეგიული „ბოდო/გლიმტის" სიზმარი დაასრულა და უეფა-ს ჩემპიონთა გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. ქართველს შეგახსენებთ, რომ ტრავმა აქვს და ბოლო თამაშები უცდება.
და ბოლოს შეგახსენებთ, რომ 18 და 19 მარტის მიჯნაზე, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული" „გალათასარაის" უმასპინძლებს, სადაც პირველი რაუნდის მერე, თურქული კლუბი 0-1 ლიდერობს.
ფოტო: უეფა და ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ










