სანაკრებო შესვენებამდე ერთი ტურით ადრე დებიუტანტები მყარად დგანან
სანაკრებო შესვენებამდე ერთი ტურით ადრე დებიუტანტები მყარად დგანან
16.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მეორე სათამაშო დღე იყო. გაიმართა სამი შეხვედრა წყალტუბოში, თბილისსა და გორში. თუმცა, დავიწყოთ გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე ჩატარებული თამაშით, რომელშიც ერთმანეთს, ქართული საფეხბურთო პირველობის ორი ტრადიციული გუნდი, „დილა" და „ტორპედო" დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი გოლით მე-4 წუთზე ლაშა მენთეშაშვილი (ეს მიმდინარე სეზონში ზოგადად გორელთა პირველი გოლია) გაიტანა და რეალურად პირველი ტაიმის საწყისი და ბოლო 13 წუთი მათი იყო, ქუთაისელები არ აპირებდნენ შეგუებას. მეორე ტაიმი კი, ქუთაისელთა დიდი უპირატესობით წარიმართა.  თუმცა, შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო 7-8  წუთში VAR-მა ჯერ ქუთაისლეთა კარში პენალტი დანიშნა , რომელიც ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია, ამის შემდეგ, კი, კისლე ზიტა გააწითლეს და ტორპედოელები 10-ნი დარჩნენ. საბოლოოდ, „დილამ" პირველი გამარჯვება მოიპოვა მინიმალური ანგარიშით, 1-0 და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილი, ქუთაისელებს მე-9-ში გადაუცვალა.


ზემოთხსენებული მატჩის პარალელურად, თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე, ელიგის დებიუტანტმა „სპაერმა" წყალტუბოს „სამგურალს" უმასპინძლა. მასპინძლებმა, რომლებიც ძლიერთა ლიგაში აკლიმატიზაციას ასრულებენ, სწრაფი გოლით მოახერხეს დაწინაურება. მე-7 წუთზე, ნიკა ჩაგუნავა გაიტანა თორნიკე ასკურავას გადაცემით. აი, 66-ე წუთზე კი, თავადაც გაიტანა გოლი - ამჯერად მას საგოლე გადაცემა ლაშა კოხრეიძემ გაიტანა. ზუსტად ერთ წუთში კი, თავად კოხრეიძემ მოახერხა გატანა და შეხვედრის დასრულებამდე, 23 წუთით ადრე, „სპაერი" 3-0 დააწინაურა. ამ მომენტისთვის, „სამგურალი" უკვე კაცნაკლული იყო. მიუხედავად ამისა, ლაშა შერგელაშვილმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. ამის შემდეგ, სტუმართა კარში, VAR-ის მითითებით პენალტი დაინიშნა, რომელიც გიგა სამხარაძემ ზუსტად შეასრულა.  საბოლოოდ, შეხვედრა 4-1 დასრულდა. ამ მოგების შემდეგ კი, „სპაერი" კვლავ, სატურნირო ცხრილის თავშია, უკვე 9 ქულით.


დღევანდელი დღე კი, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტაიოდნზე დაიწყო, სადაც ეროვნული ლიგის დებიუტანტი „მეშახტე" ბათუმის „დინამოს" დაუპირისპირდა. ლადო ბურდულის გუნდი, რომ კერკეტი კაკალია, ეს არა მხოლოდ 2026 წლის სეზონში, ამ გუნდის მიერ ჩატარებული მატჩებისას დამტკიცდა. ამის მომსწრე, ეროვნულ ლიგა 2-ში გასულ სეზონშიც ხშირად ვყოფილვართ. უკვე ფლეი-ოფის საპასუხო მატჩიდან მოყოლებული კი, „მეშახტე" ელიგის გუნდების საფიქრალი გახდა. ამჯერადაც ტყიბულელები ყველანაირად ეცადნენ, მაგალითად, 58-ე წუთზე, მაკსიმ პიროგოვს ჰქონდა გოლის გატანის აშკარა შანსი. თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა ბათუმურმა კლუბმა, მეტოქეს კლასით აჯობა და ამისდა მიუხედავაც, გოლის გატანა ვერც მან მოახერხა. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა.


სატურნირო ცხრილი


ეროვნული ლიგის მორიგი მე-5 ტური თამაშები იხილეთ ბმულზე

 

 

ფოტო: "დინამო ბათუმი"