
დღეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2026 წლის სეზონის მეოთხე ტური დაიწყო. თამაშები თბილისში ორ ლოკაციაზე, „მიხეილ მესხზე" და „პეტრო არენაზე" გაიმართა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „იბერია 1999"-სა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის „დინამო თბილისის" დაპირისპირება „მიხეილ მესხზე" რეალურად ცარიელი ტრიბუნების ფონზე წარიმართა. საკმაოდ სწრაფი და თანაბარი პირველი ტაიმი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი, ასევე წვიმის მიუხედავად, მშრალად დასრულდა. არ გასულა გოლი მეორე ტაიმშიც. თუმცა, აქ, დინამოელთა უპირატესობა, განსაკუთრებით ბოლო 25 წუთი აშკარა იყო. საბოლოოდ, შეხვედრა ფრდ, 0-0 დასრულდა.
დრამატული გამოდგა „პეტრო არენაზე" გამართული შეხვედრა „რუსთავსა" და „გაგრას" შორის, რომელშიც ანგარიში მასპინძელმა „რუსთავმა" მე-8 წუთზე, ალმეიდამ გაიტანა. უნდა ითქვას, რომ დღეს, ამ სტადიონზე კი იყო „რუსთავი" მასპინძელი, თუმცა, რეალურად წლებია, აქ საშინაო თამაშებს „გაგრა" ატარებს, ამიტომ დევნილობაში მყოფ შავი ზღვისპირულ გუნდს, სულაც არ გასჭირვებია წინააღმდეგობის გაწევა. ალბათ, გაგრელები პირველ ტაიმშიც მოახერხებდნენ ანგარიშის გათანაბრებას, რომ არა მასპინძელთა მეკარის პაპუნა ბერუაშვილის კარგი თამაში. აქვე ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბერუაშვილმა მეორე ნახევარში ორი გოლი გაუშვა, მას ნაკლებად თუ დასდებ ამაში ბრალს. გაგრელებმა კი, ანგარიში ანდრი ანდრეიჩუკის გოლით 58-ე წუთზე გაათანაბრეს. ამ შეხვედრამ კი, კულმინაციას 84-ე წუთზე მიაღწია, როდესაც დავით მუჯირმა, გაგრელთა შემადგენლობიდან საუკეთესო დღევანდელ შეხვედრაში „გაგრას", მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა. სტუმრებმა 1-2 გაიმარჯვეს.
ხვალ, მე-4 ტურის კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება:
15:00 / "მეშახტე" - "დინამო" ბთ / წყალტუბო, 26 მაისის სახელობის სტადიონი
20:00 / "სპაერი" - "სამგურალი" / თბილისი, მესხი 2
20:00 / "დილა" - "ტორპედო" / გორი, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი
ფოტო: მიშიკო კანკია / "რუსთავი"





ჩვენ








