„ჩაკვეს“ საგოლე, გულიაშვილის გაუქმებული გოლი
„ჩაკვეს“ საგოლე, გულიაშვილის გაუქმებული გოლი
15.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვაგრძელებთ ქართული ლეგიონის მარათონული შაბათ-კვირის ამბების თხრობას. იტალიის სერია B-ში, 30-ე ტურის შეხვედრა გაიმართა. გიორგი კვერნაძის „ფროზინონე", რომელიც ერთი ლიგით დასაწინაურებლად იბრძვის, გასვლაზე „ჩეზენას" დაუპირისპირდა და ფრედ, 2-2 ითამაშა. თავიდანვე ვიტყვით, რომ ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ის 64 წუთზე შეცვალეს. ანგარიში კვერნაძის გუნდელებმა გახსნეს თუმცა, რომ არა პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძელთა გაფუჭებული პენალტი, ტაიმი ფრედ დასრულდებოდა. დღეს, „ფროზინონე" ორჯერ იყო წინ და მასპინძლებმა, ორჯერვე მოახერხეს ანგარიშს გათანაბრება და ქართველის კლუბისთვის მნიშვნელოვანი ქულების ართმევა. 30 ტურის შემდეგ, „ფროზინონეს" 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 საფეხურზეა.


გერმანიის ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმის" უიღბლობა გრძელდება. 53-ე წუთზე მასპინძელი „აინტრახტი" არნაუ კალიმუენდოს გოლით დაწინაურდა. 68-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმმა" გაიტანა, თუმცა, გოლი VAR-მა გააუქმა. მალე, სტუმართა გუნდი ზედმეტობაში აღმოჩნდა, თუმცა, ბუდუს გუნდელებმა ეს შანსიც ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, 1-0 დამარცხდნენ. ქართველი, რომელმაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, მე-80 წუთზე შეცვალეს. 26 ტურის შემდეგ, „ჰაიდენჰაიმი" 14 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.


ფრედ 1-1 ითამაშა საშინაო შეხვედრა „ჰამბურგიმა" „კიოლნთან". გიორგი გოჩოლეიშვილი შემადგენლობაში იყო, თუმცა, სათამაშოდ არ შესულა. 26 ტურის შემდეგ „ჰამბურგი" 30 ქულით მე-10 ადგილზეა.


საბერძნეთის სუპერლიგის 25-ე ტურში, „პანსერაიკოსმა" ფრედ 0-0 ითამაშა „არისთან". იმ მშრალ მატჩში, ივა გელაშვილმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე 64- წუთზე გამოჩნდა. დღევანდელი მონაცემებით, „პანსერაიკოსი" 16 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.


ინგლისის ჩემპიონშიპი  „სკოტ სიტიმ" გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩძის „უოტფორდი" 3-1 დაამარცხა. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ქართველებმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს და შეუცვლელად ითამაშეს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ჩაკვე", „უოტფორდის" შემადგენლობიდან საუკეთესო იყო. ქართველმა, 81-ე წუთზე, საგოლე გადაცემაც ჩაიწერა, თუმცა, მისმა გუნდმა სამი ბურთი გაუშვა და საბოლოოდ, 3-1 წააგო. 38 ტურის შემდეგ, „უოტფორდს" 52 ქულა აქვს, მე-10 ადგილზეა და ჯერ-ჯერობით, ფლეი-ოფის ზონას უფრო და უფრო შორდება.


ლალიგა 2 -ის 30-ე ტურში 28 წუთზე გაიტანა და „რასინგი" დააწინაურა გიორგი გულიაშვილმა, თუმცა, VAR-მა ქართველის გოლი გააუქმა. მიუხედავად ამისა, სანტანდერელებმა 10 წუთში, „კულტურალ ლეონესას" მაინც გაუტანეს და პირველი ტაიმი მოიგეს. მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და 57-ე წუთზე გაათანაბრეს. თუმცა მანამდე, 48-ე წუთზე „რასინგს" კიდევ ერთი გოლი გაუუქმეს. ქართველი 65-ე წუთზე შეცვალეს. მისმა გუნდელებმა კი, 83-ე წუთზე გაიტანეს და საბოლოოდ, 1-2 გაიმარჯვეს. ამ მატჩის შემდეგ, სანტანდერელებს 59 ქულა აქვს და კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.


ფრანგულ ლიგა 2-ში ფრედ 0-0 დასრულდა შეხვედრა  „გრენობლსა" და „სენტ ეტიენს" შორის. ზურიკო დავითაშვილმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. 17 ტურის მერე, ქართველის გუნდს, 50 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით, მეორე ადგილზეა.


აზერბაიჯანის სუპერ ლიგის 24-ე ტურში „ზირამ", „ყარაბახს" უმასპინძლა და 1-3 დამარცხდა. აზერბაიჯანული გუნდის ქართული ლეგიონიდან თამაში დავით ვოლკოვმა დაიწყო, გიორგი პაპუნაშვილი კი, შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა. ამ მომენტისთვის მასპინძელი გუნდი უკვე ორი ბურთით აგებდა. ის იყო „ზირამ", თითქოს იპოვა თავის თამაში, ერთი გოლიც გაქვითა 70-ე წუთზე, თუმცა, ორ წუთში „ყარაბახმა" სტატუს-კვო აღადგინა და საბოლოოდაც გაიმარჯვა 1-3. ვოლკოვი 76-ე წუთზე შეცვალეს. ამ ტურის შემდეგ კი, ქართველების „ზირა" 39 ქულით კვლავ ინარჩუნებს მე-4 პოზიციას.  


ხვალ, 15 მარტს ქართული ლეგიონის მორიგი წარმომადგენლების თამაშებია:

17:00 „ლოზანა" - „იანგ ბოიზი"  / გაბრიელ სიგუა

19:30 „ნასიონალი" - „ეშტორილი" / ნოდარ ლომინაძე

20:00 „აუსტრია ვენა" - გრაცის „შტურმი" / ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი

20:15 „მეცი" - „ტულუზა" / გიორგი წიტაიშვილი, გიგი აბუაშვილი, გიორგი ქვილითაია

20:30 „ლივერპული"- „ტოტენჰემი" / გიორგი მამარდაშილი

20:45 „რიეკა" - „ისტრა 1961" / თორნიკე მორჩილაძე

21:00  „სლოვანი" - „ჟილინა" / გურამ კაშია / სანდრო ნარიმანიძე

21:30 „ატრომიტოსი" - „აეკი" ათენი / ლუკა გუგეშაშვილი