
დღეს საქართველო ქალთა ლიგის მეორე ტური გაიმართა. თამაშები რუსთავში, ქუთაისსა და თბილისში ჩატარდა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე-ლუსო" და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ქალთა გუნდი „ლანჩხუთი" დაუპირისპირდნენ. ამ თამაშში, ინტერეს კიდევ ერთი გარემოება იწვევდა - გასული სეზონის შემდეგ, ამ ორმა გუნდმა ბევრი მოთამაშე „გაცვალა", მაგალითად თათია გაბუნია თბილისში, ხოლო სვეტლანა გაბელაია ლანჩხუთში „გადაბარგდნენ". ამას გარდა, კლუბები ბევრი ჩვენთვის ცნობილი ქართველი ფეხბურთელებით და ლეგიონერებით გაძლიერდნენ რომელთა გაცნობაც, მიმდინარე სეზონში მოგვიწევს.
რაც შეეხება კონკრეტულად ბოლო წლების ქართულ დერბის, ის ამ ტურის დასკვნითი მატჩი იყო და თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში, კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარდა. „აფიშიდან" გამომდინარე, თამაში დაძაბული უნდა ყოფილიყო და საწყისი წუთები ასეც იყო. თუმცა, მხოლოდ პირველი 10 წუთი. მე-11 წუთზე ფლანგიდან სოლანჟე კარვალიაში ჩაწოდებული ბურთი, სტუმარი გუნდის კარში ჩინონიერემ მაკლინსმა გადაგზავნა, რომელმაც, 29-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. მანამდე კი, 27-ე წუთზე კესო მეტონიძემ გაუტანა „ლანჩხუთს". რეალურად, სწორედ ეს ორწუთიან მონაკვეთი და გასული ორი გოლი გახდა გარდამტეხი მომენტი ამ შეხვედრაში, რომელმაც „ნიკე-ლუსო" ფსიქოლოგიურად დაამშვიდა, აი, მეტოქემ კი, მიუხედავად იმისა, რომ თანაბარი ძალის გუნდების თამაშს ვუყურებდით, ვერაფერი გააწყო. ბოლო გოლი ამ შეხვედრაში, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 53-ე წუთზე იულია სლიასარჩიკმა გაიტანა. ოქროს მედლებისთვის მებრძოლი ამ ორი გუნდის წლის პირველი დაპირისპირება და მოულოდნელი ანგარიშით, 4-0 დასრულდა „ნიკე ლუსოს" სასარგებლოდ.
თბილისში, კიდევ ორ ლოკაციაზე, რომელიც ასევე სფფ-ის საფეხბურთო ცენტრებია „ვერემ" - „ბათუმს", ხოლო „დინამო სოხუმმა", „კვარტალს" უმასპინძლა.
ალბათ, თუკი, რომელიმე თამაში დღეს ცენტრალური მატჩის სტატუსს იმსახურებდა თბილისში, რეაბილიტირებულ „ავაზაზე" გამართული მატჩი იყო, რომელშიც სოხუმის „დინამომ" „კვარტალს" უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში იყო თანაბარი თამაში, ტემპი, შემართება, კამათი, ყვითელი ბარათები და სამი გაძევება. ანგარიში კი, „კვარტალმა", რომელიც გასულ სეზონთან შედარებით გადახალისებული, მე-17 წუთზე ლიზი კანკიას 11-მეტრიანით გახსნა. 33-ე წუთზე, ნათია ჯოჯუამ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. მეორე ტაიმში კი, დაძაბულობამ იმატა. 69-ე წუთზე „კვარტალს" ფეხბურთელი გაუგდეს, თუმცა, სიმცირეშიც კი, სტუმრები უფრო ახერხებდნენ მომენტები შეექმნათ. მე-80 წუთზე, ანანო მიქაბერიძემ, შორეული და ძლიერი დარტყმით „კვარტალი" კვლავ წინ გაიყვანა. დაძაბულობამ კი, პიკს 86-ე წუთზე მიაღწია, როდესაც მასპინძლები, დასრულებული მომენტის შემდეგ, სტუმართა გუნდის შემტევს ეუხეშნენ, შესაბამისად, მსაჯმა ორივე ფეხბურთელი გააძევა. თამაშისთვის კომპენსირებულ 7 წუთში კი, არაფერი შეცვლილა.
სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში მოასპარეზე გუნდებიდან, პირველ ტურში ორივემ, „ვერემაც" და „ბათუმმაც" პირველი გამარჯვება იზეიმა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალ სეზონში, საკმაოდ განახლებული და გაძლიერებულია აჭარული გუნდი. დღესაც, სტუმრებმა, თათია შაინიძის გოლით ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს. 55-ე წუთზე მარიამ კაპანაძემ კიდევ უფრო დააწინაურა ბათუმელები. ბოლო გოლი, კი, მასპინძელი გუნდის კარში შემთხვევითობა იყო, თუმცა, ამ ავტოგოლის წყალობით, ბათუმმა აქტივში 3 გოლი და 3 ქულა ჩაიწერა. აჭარულმა გუნდმა მეორე შეხვედრა მოიგო, ამჯერად 0-3 და სატურნირო ცხრილს, „ნიკე-ლუსოსთან" და „კვარტალთან" ერთად, 6 ქულით უდგას სათავეში.
ქუთაისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში „მართვე" თბილისის „ელიტას" შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, შეხვედრის ბედი, 34-ე წუთზე, გამოცდილი ანა ჯანელიძის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. „მართვემ" მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო და
რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა გათამაშების დებიუტანტმა „თეთრიწყარომ" „რაჭა 2020" და ძლიერთა ლიგაში პირველი სამი ქულა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში 19-ე წუთზე სტანდარტულის შემდეგ, რაჭველთა გამოცდილმა ფეხბურთელმა ნათია სხირტლაძემ დააგვირგვინა გოლით, შეხვედრა, „თეთრიწყარომ" მოიგო 3-1. მასპინძლებმა ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრეს, 54-ე წუთზე სალომე არაბულმა გაიტანა და მე-80 წუთზე დუბლიც გაიფორმა. საბოლოო ანგარიში კი, 86-ე წუთზე ქეთევან ქართველიშვილმა დააფიქსირა.
ქალთა ლიგის მესამე ტური 18 მარტს არის ჩანიშნული.
ფოტო: ქსკ "კვარტალი"





ჩვენ








