თემურ დადიანმა კიდევ ერთ სახეობაში სცადა ძალები
თემურ დადიანმა კიდევ ერთ სახეობაში სცადა ძალები
11.03.2026
ავტორი: TSFF.Ge

მილანი-კორტინაში მიმდინარე ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში დღეს ქართველმა პარალიმპიელმა თემურ დადიანმა მორიგ დისციპლინაში სცადა ძალები. ქართველი შეგახსენებთ, რომ პარა კრო-ქანთრიში ასპარეზობს და რამდენიმე დღის წინ პირველ დისციპლინაში, სპრინტში უკვე სცადა ბედი.


ამჯერად კი, დადიანმა (LW12) ძალები 10km Interval Start Sitting კლასში სცადა და შეჯიბრი 33:05.7 (+8:59.9) დროით 29-ე ადგილით დაასრულა. ამასთან თემურმა FIS-ის 184.83 ქულაც დაიმატა აქტივში.


შეგახსენებთ, რომ ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველო ორი პარასპორტსმენით არის წარმოდგენილი, თემო დადიანის გარდა, იტალიაში მიმდინარე თამაშებზე ლუკა ლომაიაც ასპარეზობს პარასნოუბორდში.