სკამიდან მთავარ თამაშში და რაც მთავარია, კარგი თამაშით
სკამიდან მთავარ თამაშში და რაც მთავარია, კარგი თამაშით
11.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გიორგი მამარდაშვილმა დღეს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ გუნდში საუკეთესო თუ არა ორიდან ერთი იყო, ვინც მაღალი შეფასება მიიღო. შეგახსენებთ, ის ფაქტი, რომ სტამბოლში, „გალათასარაისთან" შეხვედრაში, „ლივერპულის" კარს სწორედ ქართველი დაიცავდა, მერსისაიდელების ლივერპულიდან გამომგზავრებამდე გაირკვა. ასე, რომ „მამარდას", ამ კუთხით, აკლიმატიზაციისთვის საკმაოდ ცოტა დრო ჰქონდა.


მიუხედავად ამისა, თუ არ ჩავთვლით გოლს, რომელიც მე-7 წუთზე, ოსიმენის გადაცემით, „მამარადას" კარში ლემინამ გაიტანა და სადაც ქართველი მეკარის დადანაშაულება არ შეიძლება, ჩვენი ნაკრების პირველმა მეკარემ უშეცდომოდ ითამაშა - რამდენჯერმე კარგი იყო გამოსვლაზე, მარტო პირველ ტაიმში ჰქონდა ორი კარგი „სეივი". აი, „ლივერპულმა" კი, როგორც ჩანს, დღეს გასატანი გოლები და ამისთვის ბევრი შანსი ჰქონდა, საპასუხო მატჩისთვის გადადო, რომელსაც „ენფილდზე" 19 მარტს გამართავს. ფაქტია, რომ დღეს, ლივერპულელებმა ოდნავ ინერტულის შთაბეჭდილება დატოვა. თურქულმა კლუბმა 1-0 მოიგო.


„გალათასარაიმ" საპასუხო მატჩის წინ, კარგი ფორა შეიქმნა, თუმცა, თუ ფლეი-ოფში „იუვენტუსთან" გამართულ დრამატულ შეხვედრას გავიხსენებთ, „კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს", თანაც ამ ჯერზე უეფა-ს სანქციის გამო, თურქებს ინგლისში გულშემატკივარი არ ეყოლება.


ცუდი დეჟავიუ იყო შეიძლება კაცმა თქვას. ანგარიში იგივე იყო, რაც სამი თვის წინ, მაგრამ ჩვენ ვითამაშეთ შეხვედრა, სადაც შეგვეძლო ბევრი გოლის გატანა. შევქმენით ბევრი მომენტი, გავაცუდეთ ბევრი. პირველი 15 წუთი ნამდვილად კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ შევძელით გოლის გატანა.


საკმაოდ რთული სტადიონია, ორივესთვის, მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც. რთულია აქ კონცენტრირება და კომუნიკაცია. „გალათასარაი" ძალიან იღბლიანი გუნდია ასეთი ატმოსფერო რომ აქვს. ახლა, „გალასთან" სახლში გვექნება თამაში ჩვენს სტადიონზე. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ფანები, რომლებიც გვაძლიერებენ. ისინი ამასენფილდზე" ყველას აჩვენებენ, ჩვენს საშინაო კედლებში და ჩვენი მამოძრავებელი ძალა იქნებიან", - ამბობს არნე სლოტი, მატჩის დასრულების შემდეგ,


აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდში საუკეთესო მეკარეები აღმოჩნდნენ. უურჯან ჩაქირს 7 „სეივი" ჰქონდა!