თბილისი 10 დღეში ტრადიციულ და პრესტიჟულ ჯუდოს გრან სლემს უმასპინძლებს
თბილისი 10 დღეში ტრადიციულ და პრესტიჟულ ჯუდოს გრან სლემს უმასპინძლებს
10.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

56 ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი და იაპონია, საერთო ჯამში კი, 447 მონაწილე თბილისის გრან სლემში მიიღებს მონაწილეობას. 20-22 მარტის ჩათვლით თბილისში ტრადიციულად მედლების 7-7 კომპლექტი გათამაშდება, როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს შორის. გამომდინარე იქიდან რომ ამ გრან სლემიდან მალევე, ერთ თვეში თბილისში ჯუდოში ევროპის ჩემპიონატი ტარდება, საქართველოს ჯუდოს ფედერაციამ IJF-ის მსოფლიო ტურის ტრადიციულ ღონისძიებაზე საქართველო ახალი სახეებით წარმოადგინა. საერთო ჯამში, ჩვენი გუნდი 42 ჯუდოკათი იქნება წარმოდგენილი, რომელთა შორის 28 ბიჭი და 14 გოგონა იქნება წარმოდგენილი.


აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს ბიჭებში, ყველა წონაში 4-4 წარმომადგენელი ეყოლება. გოგონებში კი, ოთხი ჯუდიკათი ორ წონას, -63 კგ-სა და -70 კგ-ს შევუტევთ, ამასთან გაორებული გვექნება -48კგ და -57 კგ, თითო წარმომადგენელი კი, -48კგ-ში და +78-ში გვეყოლება.


ვაჟები:

-60 კგ ლუკა გადელია, გიორგი ჩანქსელიანი, მათე გოგობერიშვილი, გიორგი არაბიძე

-66 კგ თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, თორნიკე მაზიაშვილი, ლუკა საგანელიძე

-73 კგ გიორგი ჩიხელიძე, ბაგრატი ნინიაშვილი, გიორგი ლოლაძე, გიორგი ტერაშვილი

-81 კგ ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე, კოტე კაპანაძე, ირაკლი ბეროშვილი

-90 კგ გიორგი ჯაბნიაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი, აკაკი ჯაფარიძე, ლუკა ბაბუციძე

-100 კგ ნიკა ხარაზიშვილი, ონისე სანებლიძე, თორნიკე ფოლადიშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი

+100 კგ ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი, საბა ქარდავა, გელა ზაალიშვილი


გოგონები:

-48 კგ თამარ გიგოლაევი, მარიამ ზაქარაია

-52 კგ ნინო თათრიშვილი

-57 კგ ნინო ლოლაძე, სოფიო ბედოშვილი

-63 კგ ნინო წიკლაური, მაია ბიძინაშვილი, თამარი მახარაშვილი, მარიამ ნათელაური

-70 კგ ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია, ლიზა ქვარცხავა, ქეთევან ბერიძე

+78 კგ სოფიო სომხიშვილი


თბილისში იქნებიან „მამლუქებიც" კვიპროსის სახელით მოასპარეზე გიორგი ბალარჯიშვილი (-66კგ), გერმანიიდან გიორგი უძილაური (-100კგ), საბერძნეთიდან მიხეილ ჩუთლაშვილი (-81კგ), პორტუგალიდან ოთარ კვანტიძე (-73 კგ), ვედათ ალბაირაქი / ვანო რევაზაშვილი (-81კგ).