ორი ქართველი პარალიმპიელი მილანი-კორტინაში მიმდინარე ზამთრის პარალიმპიურ ოლიმპიადაში მონაწილეობს
ორი ქართველი პარალიმპიელი მილანი-კორტინაში მიმდინარე ზამთრის პარალიმპიურ ოლიმპიადაში მონაწილეობს
10.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მილანი-კორტინაში მიმდინარე ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე, დღეს, პარაქროსქანთრიში     (Men's Sprint Sitting) თემურ დადიანმა იასპარეზა. ქართველმა  საკვალიფიკაციო ასპარეზობაში, 2:40.68 წუთი დააფიქსირა და ლიდერს, +32.46 ქულით ჩამორჩა. ეს კი, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს ასპარეზობის მომდევნო ეტაპზე გადაენაცვლა.         


დღეს დილით, ამ კონკრეტულ შეჯიბრში სტარტი საერთო ჯამში 37-მა პარათლეტმა აიღო, კვალიფიკაცია კი, მხოლოდ 12 გაიარა. მედლებისთვის ბრძოლა, აღნიშნული თორმეტიდან ექვსმა გააგრძელა. საბოლოოდ, გამარჯვებული ჩინელი ზიუ ლიუ (LW12) გახდა, რომელიც საკვალიფიკაციო ასპარეზობის შემდეგ, მხოლოდ მე-10 იყო. ფინალში კი, 2:28.9 წუთი აჩვენა და საბოლოოდ ოლიმპიური ოქროც მოიგო.


შეგახსენებთ, რომ ზამთრის პარალიმპიური თამაშები, 11 დღის განმავლობაში სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს. 55 ქვეყნის, 650 პარაათლეტი მედლების 79 კომპლექტს გაითამაშებს. ქართული გუნდიდან პარასნოუბორდში, ლუკა ლომაია ასპარეზობს.