ქართული ლეგიონის ამბები აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და იმედი „ლივერპულიდან“
ქართული ლეგიონის ამბები აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და იმედი „ლივერპულიდან“
09.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე ალისონმა სრულიად ქართველთა ნატვრა აგვისრულა და შესაბამისად, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური სერიის პირველი რაუნდის მატჩში, არ გვინდა მოვლენებს გადავასწროთ და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის თავს ვიზღვევთ, „ლივერპულის" კარში დასადგომად, ჩვენი ქვეყნის პირველი მეკარე ემზადება, ქართული ლეგიონიდან დღეს, აზერბაიჯანში გვქონდა საინტერესო დღე.


აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ", რომელიც ამ ტურამდე მე-3 ადგილზე იყო, მე-10 ადგილოსან „კაპაზს" უმასპინძლა, რომლის ღირსებასაც მათე აბულაძე იცავდა. როგორც ჩანს, „ზირას" ხელმძღვანელობა, სწორედ სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ქართველებს დასვენების შესაძლებლობა მისცა, თანაც, მასპინძლებმა მე-5 წუთზე უძლიერესი შორეული დარტყმით გახსნეს ანგარიში და თამაშიც ისე მიდიოდა, რომ „ზირას" ბევრი საქმე არ უნდა ჰქონოდა. თუმცა, „კაპაზმა" 32-ე წუთზე გაათანაბრა, 51-ზე კი, როდესაც მოედანზე, პირველი ტაიმისგან განსხვავებული გუნდი აღმოჩნდა, საერთოდ, მეორე გოლის გაუტანა მასპინძლებს და ანგარიშშიც დაწინაურდა. ქართველები, მინდორზე სწორედ, ამის შემდეგ გამოჩნდნენ, ჯერ „პაპუნა" (53'), შემდეგ ვოლკოვი (64'). ქულა კი „ზირამ" მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წამებზე გაიტანა. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა, 23 ტურის შემდეგ, „ზირას" 39 ქულა აქვს და საპრიზო მე-3 ადგილთან, ახალ უკვე 5 ქულა აშორებს.


გასულ კვირას კი, მე-300 საკლუბო მატჩი ჩაატარა ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელიც ამჯერად ყახაზური „ჟენისის" ღირსებას იცავს. თავად, კლუბის ოფიციალური გვერდი როგორც იტყობინება, ეს ყაზახეთის პრემიერ-ლიგაში, ქართველის მიერ ჩატარებული მე-80 თამაში იყო. ქართველის ანგარიშზე აღნიშნულ 300 შეხვედრაში 71 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა. „ჟენისის" მაისურით ფეხბურთელს 13 შეხვედრაში ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა უფიქსირდება. რაც შეეხება ჩემპიონატს, რომელმაც ყაზახეთში 8 მარტს აიღო სტარტი, ქართველის გუნდი, გასვლაზე, „კაისარი ყიზილორდას" დაუპირისპირდა და ფრედ, 1-1 ითამაშა. ლობჟანიძე, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა, თუმცა, ისევე როგორც ლუკა იმნაძემ და ზურაბ თევზაძემ.


და ბოლოს ის, რითაც დავიწყეთ: „ალი, რა თქმა უნდა იყოს ვარჯიშზე და ბევრს შეეძლო ამის ხილვა, მაგრამ სამწუხაროდ, მან ვარჯიშის ბოლოს იგრძნო დისკომფორტი. და ეს როგორც ამბობთ, ხალხმა დაინახა და ჩვენ გადავწყვიტეთ ერთად, რომ არ იქნებოდა კარგი, რომ მას ხვალინდელ მატჩში ეთამაშა და ამიტომ მისი გამომგზავრების საჭიროებაც არ იყო", - ამბობს არმენ სლოტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ კარში „მამარდას" ვიხილავთ. და ბოლოს, ფეხბურთის მოყვარულებს ახსოვთ, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საწყის ფაზაში, „გალათასარაი" და „ლივერპული" უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მე-16 წუთზე, ოსიმენის მიერ გატანილი პენალტით, ალისონის კარში, მაშინ თურქულმა კლუბმა 1-0 მოიგო. "გალათასარაისა" და "ლივერპულის" ხვალინდელი შეხვედრა, სტამბოლში, თბილისის დროით, 21:45 საათზე დაიწყება.