
კვლავ ქართველების გარეშე ჩაიარა პორტუგალიის ლიგის 25-ე ტურმა. გოირგი ქოჩორაშვილი კვლავ „ტრავმის" მიზეზით აკლია „სპორტინგს". აი, ნოდარ ლომინაძე კი, იყო განაცხადში, თუმცა, „ეშტორილის" შემადგენლობაში ამ დღეს მოედანზე სათამაშოდ არ შესულა. სხვათა შორის ორივე ქართველის გუნდმა ფრდ ითამაშა, „სპორტინგმა" გასვლაზე 2-2 „ბრაგასთან", „ეშტორილმა" კი, მშრალი საშინაო მატჩი „კასა პია"-სთან.
გერმანიის ბუნდეს ლიგაში, ტრავმის შემდეგ, მოედანზე დაბრუნდა ბუდუ ზივზივაძე. 25-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი" საშინაო შეხვედრაში „ჰოფენჰაიმთან" 2-4 დამარცხდა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, როგორც ჩანს ტრავმის შემდეგ, ბუდუს ჯერ ბევრი უკლია. „ჰაიდენჰაიმი" კი, 14 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
შედარებით კარგი სატურნირო მდგომარეობა აქვს გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგს", რომელიც ამ ტურის შემდეგ, 29 ქულით მე-10 ადგილზეა. ქართველის გუნდმა „ვოლფსბურგთან" საშინაო შეხვედრა 1-2 მოიგო. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში სამივე გოლი 11-მეტრიანით გავიდა. „გოჩოლამ" კი, 86-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი ჩაანაცვლა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი" „დიუსელდორფთან" 0-1 დამარცხდა. გოლი, სტუმართა გუნდმა 53-ე წუთზე გავიდა. ამ გამარჯვებით, „დიუსელდორფმა", „ნიურნბერგს" ერთი ქულით გადაასწრო. 25 ტურის შემდეგ, „ნიურნბერგს" 30 ქულა აქვს და მე-111 ადგილზეა. „ლოჩომ" კი, ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა.
ნიდერლანდურ ერედივიზიონში ირაკლი იეღოიანის „ექსელსიორი" „ჰერენვენთან" საშინაო შეხვედრაში 1-2 დამარცხდა. ირაკლის სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის 90-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრები 0-2-ს იგებდნენ, თუმცა „ექსელსიორმა" 74-ე წუთზე პენალტით ერთი გოლი გაქვითა. იეღოიანის გუნდს კვლავ 26 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა" „რედ სტარი" 2-0 დაამარცხა. 26-ე ტურის ამ შეხვედრაში ქართველს გოლი არ გაუტანია, თუმცა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ზურიკომ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. ამ მოგების მიუხედავად, „სენტ ეტიენი" კვლავ სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზეა 49 ქულია და სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩება გათამაშების ლიდერს, „ტრუას".
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომელიც „პაოკიდან" „ატრომიტოსს" იჯარის წესით შეუერთდა ზედიზედ მეორე შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელი ხდება. გუნდმა, „არისთან" გასვლით შეხვედრაში ფრედ 0-0 ითამაშა. საინტერესოა, რომ ქართველი მეკარის კარში ორი პენალტი დაარტყეს, მე-6 წუთზე რაკიჩის დარტყმული კარს ასცდა. 77-ე წუთზე, მორონის დარტყმული ძელს ხვდება. თუმცა, ამ ორი მომენტის გარდაც, „გუგშას" საკმაოდ მოუწია თამაშში ჩართვა და საბოლოოდ, ორივე გუნდიდან, საუკეთესო შეფასება მიიღო. საბერძნეთის სუპერ ლიგის 24 ტურის შემდეგ, ქართველის გუნდს 28 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.
ლატვიის ვირსლიგის პირველ ტურში, ლაშა ოდიშარიას რფს-მ „ოგრე იუნაიტედს", საშინაო შეხვედრაში 2-0 დაიწყო. ქართველმა, რომელიც 63-ე და მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე თანაგუნდელს, იანის იკაუნიეკსის ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.
და ბოლოს, ორი ქართული დერბის შესახებ, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონატში შედგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გურამ კაშიას, „სლოვანმა" გასვლით შეხვედრაში 1-3 დაამარცხა „მიხალოვცე", ანგარიში ბრატისლავლებმა მეოთხე წუთზე გახსნეს, პირველი ტაიმის შემდეგ 0-2-საც იგებდნენ. „კაშომ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ითამაშა. მაღალი შეფასებაც მიიღო, თუმცა ყვითელ ბარათთან ერთად. მასპინძელი გუნდის რიგებში თორნიკე ძოწენიძე იყო.
ამავე ჩემპიონატში, სანდრო ნარიმანიძის „ჟილინა" საშინაო შეხვედრაში „ტრნავასთან" მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. ამ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე ნიკა ხორხელმა გაიტანა. აღსანიშნავია რომ ხორხელთან ერთად, სასტარტო შემადგელობიდან დაიწყო თამაში გიორგი მოისწრაფიშვილმაც. გიორგი 69-ე წუთზე, ნიკა კი, 79-ეზე შეცვალეს. 23 ტურის შემდეგ, 49 ქულით „სლოვანი" ლიდერობს. 40-40 ქულა აქვთ „ჟილინასა" და „ტრნავას", „მიხალოვცე" კი, 29 ქულით მე-6 ადგილზეა.
ხვალ, უფროს სწორად უკვე დღეს, ქართული ლეგიონის არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაშები გველის.





ჩვენ








