რვა სამმაგი ნახტომი პროგრამაში - 16 წლის ქართველი მოციგურავის პროგრამა
რვა სამმაგი ნახტომი პროგრამაში - 16 წლის ქართველი მოციგურავის პროგრამა
07.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ტალინში, ფიგურულ ციგურაობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საასპარეზო დღე იყო. ქართული გუნდიდან მედლებისთვის 16 წლის ინგა გურგენიძე იბრძოდა. აღსანიშნავია, რომ ინგამ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორედ იასპარეზა და წინა ტურნირისგან განსხვავებით, ამჯერად მედლებისთვისაც გაიბრძოლა.


მოკლე პროგრამის შემდეგ, ქართველი მოციგურავე მე-5 პოზიციაზე იყო და ბოლო ჯგუფში ასპარეზობდა. თავისუფალ პროგრამაში Johnny Hollow-ს (Alchemy და A Little Bit Closer) მუსიკაზე შექმნილ პროგრამაში რვა სამმაგი ნახტომი ჰქონდა აქედან ორი კომბინაციაში 3S+ST, ყველაფრი კარგად მიდიოდა თუმცა, ქართველმა ბოლო ნახტომზე (მე-11 ელემენტზე, სულ 12 ელემენტისგან შედგება პროგრამა) შეცდომა დაუშვა, რამაც საკმაოდ დააკარგვინა ქულები. საბოლოოდ, ინგამ 118.32 (61.33 /57.99) დააგროვა და მხოლოდ  და მე-10 ადგილზე აღმოჩნდა თავისუფალ პროგრამაში.


იხილეთ ინგას გამოსვლა ბმულზე.


ფიგურული ციგურაობის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ 2025 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოკლე პროგრამაში მცირე ვერცხლის მედალი მოიგო, თუმცა, თავისუფალში მე-11 ადგილზე გავიდა და ორი პროგრამის ჯამში მე-6 ადგილზე გავიდა. ისევე, როგორც ტალინში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე. 16 წლის ქართველმა საბოლოოდ, ჯამური 182.60 ქულით კვლავ მეექვსე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. კიდევ ერთი საინტერესო გარემოება, ისრაელის წარმომადგენლის, სოფია შიფრინის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მე-4 ადგილით დაასრულა ინგა ევროპის კონტინენტიდან მე-2 არის.


ამასთან აღსანიშნავია, რომ ქართველი, რეიტინგში მასზე ზემოთ მდგომ მონაწილეებს შორის ასაკით ყველაზე პატარაა. ასე, რომ ზედიზედ მსოფლიოს ორ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სტაბილური შედეგი (მე-6 ) ადგილი, სპორტსმენის სტაბილურობაზე და კარგ პერსპექტივაზე ლაპარაკობს.


აქვე გეტყვით, რომ გოგონებში იასპარეზა საქართველოს კიდევ ერთმა 16 წლის წარმომადგენელმა ქეთევან მახარაძემ, რომელმაც მოკლე პროგრამის შემდეგ, კვალიფიკაცია ვერ გაიარა და საბოლოოდ, 42-ე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. ბიჭებში კი, 18 წლის კონსტანტინე სუპატაშვილმა, 22-ე ადგილით დაასრულა ასპარეზობა.