
ხვალ, 8 მარტს, საქართველოში ქალთა საფეხბურთო 2026 წლის სეზონის დაიწყება. ქალთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას 10 გუნდი, მათ შორის ერთი დებიუტანტი „თეთრიწყარო" მიიღებს.
ქალთა ლიგის 2026 წლის სეზონის პირველ ტურში, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე-ლუსო" სწორედ, „თეთრიწყაროს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
ზოგადად, პირველი ტურის ყველა მატჩი ხვალ, 8 მარტს, 15:00 საათზე დაიწება და უმეტესობა, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრებში გაიმართება.
თბილისში, ტრადიციულად სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში ითამაშებს „კვარტალი", რომელიც პირველ ტურში ქუთაისის „მართვეს" დაუპირისპირდება.
თბილისშივე, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, თბილისურ დერბიში „ელიტა" „ვერეს" შეხვდება.
სფფ-ის გვიმბალაურის საფეხბურთო ცენტრში, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი ქალთა კლუბი „ლანჩხუთი" ძლიერთა ლიგაში დაბრუნებული სოხუმის „დინამოს" უმასპინძლებს.
მეორე ქართული შავი ზღვისპირული კლუბი „ბათუმი" კი, სახლში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე მუხრან ვახტანგაძის სახელობის სტადიონზე „რაჭა 2020"-ს შეხვდება.
ქართულ კლუბებსა და ქალთა ფეხბურთის გულშემატკივარს კი, საინტერესო სეზონს ვუსურვებთ, მითუმეტეს, ზამთრის ტრანსფერების შემდეგ, კლუბებში ბევრი საინტერესო როტაცია მოხდა და შესაბამისად, საინტერესო მატჩების მოლოდინიც არის.
ქალთა ლიგის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულში.
ფოტო: "ნიკე-ლუსო" არქივი / მარიამ რევიშვილი





ჩვენ








