
ლინცში გრძელდება IJF-ის მსოფლიო ტური. 2026 წლის მესამე შეჯიბრში, რომელიც ამჯერად ავსტრიაში მიმდინარებს და ზემი ავსტრიის გრა პრის სახელით არის ცნობილი ასპარეზობის მეორე დღე გრძელდება და საერთო ჯამში მედლების ოთხი კომპლექტი თამაშდება, თუმცა, სამწუხაროდ უჩვენოდ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორ წონაში, ქართული გუნდი საკმაოდ ცნობადი, სახელებით იყო წარმოდგენილი, ჯუდოს ქართველი მოყვარულებისთვის სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრებიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას. -73 კგ წონაში გიორგი ტერაშვილის, რომელიც პირველ წრეში დამატებით დროში, იუკოთი დამარცხდა ფინელ ვალტერი ოლინთან. სხვათა შორის, ფინელმა მომდევნო შეხვედრა პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველსაც, ომარი კვანტიძესაც მოუგო.
ამავე წონაში, მეორე წრიდან დაიწყო და ჰანსუკო-მაკეთი, დამატებით დროში გამოეთიშა ასპარეზობას ლაშა შავდათუაშვილი. აქ, ალბათ, უფრო საინტერესო ის გარემოებაა, რომ მსაჯთა გადაწყვეტილებით, „პენალტი" ორივე ჯუდოკას მისცეს და შესაბამისად, ამ წყვილში გამარჯვებულის მეტოქეც, ავტომატურად, პირდაპირ 1/2 ფინალში გავიდა.
-81 კგ წონით კატეგორიაში პირველივე წრეში წააგო ზაურ დვალაშვილმაც, რომელიც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან სერბ მიჰაილო სიმინთან შეეცადა დაწინაურებას, თუმცა, დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
როგორც ხედავთ, ჯერ-ჯერობით ზემო ავსტრიაში არ გვიმართლებს. გრან პრიზე დარეგისტრირებული 11 ქართველიდან, 5 უკვე გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდება ასპარეზობის ბოლო, როდესაც მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება, ქართველები კი, ოთხ წონაში იასპარეზებენ:
-90 კგ ტატო გრიგალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი
-100 კგ ილია სულამანიძე
+100 კგ ირაკლი დემეტრაშვილი, გურამ თუშიშვილი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი





ჩვენ








