
ქართული საფეხბურთო ლეგიონი სანაკრებო ფანჯრის დაწყებამდე კლუბებში აგრძელებს ასპარეზობას. დასანანია, რომ მარტის შეკრებაზე საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში მწვრთნელებს მცირე სათამაშო დროის მქონე ფეხბურთელების გამოძახება მოუწევთ, თუმცა, გვყავს ისეთები ვისაც 2026 წელს საკმაოდ ნაყოფიერი მატჩები გამოსდით.
ჯერ სათამაშო დროის არ მქონე ლეგიონერებიდან დავიწყოთ და აქ, ყველაზე მეტად რაც გულს გტკენს რა თქმა უნდა გიორგი მამარდაშვილია.
შემდეგ მოდის ირაკლის აზაროვი, რომლის „შახტარმაც" გასვლით შეხვედრაში „ოლექსანდრია" 0-1 დაამარცხა და 44 ქულით, უკრაინის პრემიერ ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს. აზაროვი განაცხადში იყო, თუმცა, სათამაშოდ არ გამოსულა.
ბულგარული სოფიის „ცსკა 1948"-ში სტაბილურად თამაშობს ლაშა დვალი. ქართველმა მცველმა 24-ე ტურში კვლავ სრული მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა კი, გასვლით შეხვედრაში პლოვდივში „ლოკომოტივი" გაანადგურა და შეხვედრა 0-5 მოიგო. 24 ტურის შემდეგ ქართველის გუნდს, 46 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
17 დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ, „მონაკოს" მესამედ შეხვდა, აქედან ორი მატჩი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი იყო და იქ, ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში ქართველის გუნდი გამოვიდა გამარჯვებული, აი, საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში კი, პსჟ-ს ვერც პირველ ტაიმზე დამატებულმა ექვსმა და ვერც მეორეზე, შვიდმა წუთმა ვერ უშველა. ლუის ენრიკეს გუნდი „მონაკოასთან" 1-3 დამარცხდა და ახლა, ტურის დასრულების შემდეგ, უარეს შემთხვევაში, 57 ქულით კვლავ პირველ ადგილზე იქნება, თუმცა, მხოლოდ 1 ქულით წინ „ლანსთან", რომელიც ხვალ, 8 მარტს, ქართველების „მეცს" დაუკავშირდება. რაც შეეხება კვარას, ხვიჩამ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, სტაბილურად კარგი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, ქართველი, მე-60 წუთზე შეცვალეს.





ჩვენ








