ზამთრის პარალიმპიური მედლებისთვის თემურ დადიანი და ლუკა ლომაია იბრძოლებენ
ზამთრის პარალიმპიური მედლებისთვის თემურ დადიანი და ლუკა ლომაია იბრძოლებენ
07.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ვერონაში, ისტორიული ვერონა არენა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვიდან 12 დღის შემდეგ, კიდევ ერთხელ გარდაიქმნა და სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად, აქ, ზამთრის პარალიმპიური თამაშები გაიხსნა საზეიმოდ, რამდენიმე ქვეყნის პროტესტისა (საქმე ისაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მილანი-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთს პირველად მისცეს უფლება საკუთრი დროში ეასპარეზა, ეს კი, უკრაინასთან ერთად, ათმა ქვეყანამ გააპროტესტა) და მსოფლიოს ორ წერტილში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე (არადა ოლიმპირი თამაშების დროს ყველა საომარი მოქმედება უნდა წყდებოდეს, ოლიმპირი ზავიდან გამომდინარე.


„დღეს იტალია კიდევ ერთხელ დადგა პარალიმპიური თამაშების ისტორიაში, რამეთუ 50 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. 1976 წლიდან 2026 წლამდე, ზამთრის პარალიმპიური თამაშები გახდება ჩვენი წარსული, იზეიმებს აწმყოში და გახდება სამომავლო მოდელი. ჩვენ ახლა მომავალი ყველაზე მეტად გვჭირდება. ოთხი წლის წინ, მე ვთქვი, რომ შემაძრწუნებელია ის რაც ხდება მსოფლიოში. სამწუხაროდ, ვითარება არ გამოსწორებულა. მსოფლიოში, ზოგიერთი ქვეყანა ლიდერის სახელით უფრო არის ცნობილი, ვიდრე იმ ქვეყნის სპორტსმენების. სპორტი სხვანაირ მსოფლიოს სთავაზობს, სხვა პერსპექტივებით",  - ამბობს ენდრიუ პარსონსი, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.


რიგით მე-14 პარალიმპიური თამაშებში, რომელიც ამავდროულად, ზამთრის პირველი პარალიმპიური თამაშებიდან 1976 წლიდან 50-წლოვან იუბილესაც აღნიშნავს, 6-15 მარტის პერიოდში, პარასპორტის ექვს სახეობაში გაიმართება. სართო ჯამში, 650 პარაათლეტი მედლების 79 კომპლექტს გაითამაშებს.


„ცხოვრება მოძრაობაშია" ეს იყო ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის მთავარი თემა, რომელიც საკმაოდ პომპეზური იყო, ისეთივე, როგორც მილანი-კორტინას 2026 წლის ოლიმპიური თამაშების ყველა ღონისძიება. შეჯიბრები 11 დღის განმავლობაში სამ ლოკაციაზე გაიმართება. გახსნის ცერემონიაზე, თამაშებში მონაწილე 55 ქვეყნის დროშა, 2025 წლის აგვისტოში NPC-თან ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტებთან შეთანხმების საფუძველზე მოხალისეებმა გამოიტანეს.  ოლიმპიური ცეცხლი კი, ექვსგზის პარალიმპიელმა მედალოსანმა, იტალიელმა პარამოფარიკავემ ბებე ვიომ შეიტანა ვერონა არენაზე.


მონაწილე ქვეყნებს შორის არის საქართველო, რომელსაც ჩვენი პარასპორტმენები თემურ დადიანი (პარაკროსქანთრი) და ლუკა ლომაია (პარასნოუბორდი) წარმოადგენენ. შესაბამისად ჩვენები ორ სახეობაში იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ თემურ დადიანი პირველი ქართველი პარაათლეტია, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.


მედლები ხვალიდან, 7 მარტიდან,  გათამაშდება.  



ფოტო: (Photo by Alex Grimm/Getty Images)