18 წლის ქართველის 22-ე ადგილი და დიდი გამოცდილება მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
18 წლის ქართველის 22-ე ადგილი და დიდი გამოცდილება მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
06.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში დღეს, მედლების ორი კომპლექტ გათამაშდა. ალბათ, ქართველებისთვის უფრო საინტერესო და სანერვიულო ერთეულ კაცებს შორის ჩვენი კონსტანტინე სუპატაშვილის გამოსვლა იყო.


18 წლის ქართველ სპორტსმენს, რომელმაც მოკლე პროგრამის შემდეგ, 43 სპორტსმენს შორის მოახერხა კვალიფიკაციის გავლა და თავისუფალი პროგრამის წინ, 21-ე ადგილზე იყო, დღეს, საკმაოდ ბევრი წვრილმანი შეცდომა ჰქონდა, რომელიც სამწუხაროდ, ტექნიკურმა პანელმა არ გაატარა. სუპატაშვილი, ჩვენი მოსაზრებით, ზედმეტად იყო დაძაბულობა და ეს ყველაფერი ყინულზე გადადიოდა.


კონსტანტინეს, თავისუფალ პროგრამაში ახალგაზრდულ გრან პრიზე 2023 წელს დაფიქსირებულ საუკეთესო შედეგამდე (122.88 ქულა), ორი პროგრამის ჯამში კი 184.16 ქულამდე, ისევე როგორც 2025 წელს ბაქოში ახალგაზრდულ გრან პრიზე დაფიქსირებულ შედეგამდე 112.40 / 169.13 საკმაოდ დააკლდა. დღეს ჩვენიანმა, მხოლოდ 103.77 (51.89 / 51.88) ქულა მიიღო თავისუფალ პროგრამაში, ხოლო ორი პროგრამის ჯამში  165.39 ქულა დააგროვა და საბოლოოდ 22-ე ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნოთ რომ საკმაოდ დიდ კონკურენციაში, ევროპის კონტინენტიდან, ქართველმა მე-8 შედეგი დააფიქსირა.


აქვე გეტყვით, რომ ხვალ მედლებს ერთეულ ქალებში ინგა გურგენიძე შეუტევს. 16 წლის ქართველი მოციგურავე 24 მონაწილეს შორის ამ მომენტში მე-5 პოზიციაზეა და შესაბამისად ყინულზე ბოლო ჯგუფში გამოვა.